კომპანია
ადმინისტრაციასაოპერაციო კოორდინატორი/სუპერვაიზერი - აგრო სექტორი
გამოქვეყნდა 22 სექბოლო ვადა: 22 ოქტ
- ქალაქი
- თბილისი, მარნეული, თელეთი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, არანორმირებული სეზონის მიხედვით
სრული აღწერა
საოპერაციო კოორდინატორი / სუპერვაიზერი (აგრო სექტორი)
ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ და ორგანიზებულ სპეციალისტს, რომლის მთავარი მოვალეობა იქნება ყოველდღიური პროცესების მართვა და ხარისხის კონტროლი.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრინციპულობა;
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- გუნდის მართვის უნარი და ლიდერული თვისებები;
- დროს და პრიორიტეტების სწორად განაწილების უნარი;
- მობილურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები;
- ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სუპერვაიზერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება დისტრიბუციის, ლოგისტიკის ან აგრო სექტორში);
- მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი;
- MS Office-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბაღში დაგეგმილი ყოველდღიური საქმიანობის მართვა, მონიტორინგი და კოორდინაცია. მუშების აღრიცხვა, ფინანსური კონტროლი და ვადების დაცვა;
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის გადამოწმება და ჩაბარება;
- საწყობში პროდუქციის მიღების, გაცემის და ნაშთების აღრიცხვის პროცესის კონტროლი საწყობის მენეჯერთან ერთად. თვის ბოლოს ინვენტარიზაციის ჩატარება (არ არის დიდი ნომენკლატურა);
- საწვავის გაცემის, ხარჯვისა და ნაშთების მკაცრი აღრიცხვა-კონტროლი;
- მიღებული პროდუქციის/მომსახურების ინვოისების და პირველადი დოკუმენტაციის შემოწმება და შენახვა;
- კუთვნილი ინვენტარის/ტექნიკის სწორი ექსპლუატაციის ზედამხედველობა;
- სამუშაო პროცესში არსებული ხარვეზების გამოვლენა, მათი გამომწვევი მიზეზების ანალიზი და გამოსასწორებელი გზების შეთავაზება;
- ავტოპარკის გამართულად მუშაობის მიტორინგი; საჭიროების შემთხვევაში შეკეთების ორგანიზება (სერვისის გამოძახება, ხელოსნებთან კომუნიკაცია, ნაწილების შესყიდვა);
- ბაღში შესრულებული სამუშაოების ყოველკვირეული რეპორტინგი და მონაცემების ასახვა MS Excel-ში;
- ყველა მნიშვნელოვანი სეზონური პროცესის კოორდინაცია და ხარისხის კონტროლი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, არანორმირებული სეზონის მიხედვით.
- სამუშაო ადგილი: თბილისი, მარნეული, თელეთი.
- ანაზღაურება: 2500+ ლარი (განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე, კანდიდატის გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით)
- კომპანია უზრუნველყოფს: საწვავის ანაზღაურებას ლიმიტის მიხედვით + ავტომობილის მიმდინარე სერვისის (ზეთი/ხუნდები) ხარჯების დაფარვას 500 ლარის ფარგლებში.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV (ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: info@d-ame.ge.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
