საოპერაციო ექთნის დამხმარე
გამოქვეყნდა 17 სექბოლო ვადა: 17 ოქტ
- მისამართი
- ქ. თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:00 - 17:00 სთ/ / ღამის ცვლა (დამატებითი ანაზღაურებით)
- ბენეფიტები
- პროფესიული განვითარებისა და ადგილზე სწავლების შესაძლებლობას · მხარდამჭერ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო ექთნის დამხმარეს პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 17:00 სთ/ / ღამის ცვლა (დამატებითი ანაზღაურებით)
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და ადგილზე სწავლების შესაძლებლობას;
- მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საოპერაციო ბლოკის, ინსტრუმენტებისა და საჭირო აპარატურის წინასწარი მომზადება;
- ოპერაციის მიმდინარეობისას საოპერაციო ექთნის ასისტირება, არასტერილური ზონის კონტროლი და მასალების დროული მიწოდება;
- ოპერაციის შემდგომი პროცესების მართვა: ინსტრუმენტების შეგროვება, სტერილიზაციაში გადაცემა, მასალების დახარისხება და ოთახის დეზინფექცია;
- ასეპტიკა-ანტისეპტიკის პროტოკოლებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა;
- პაციენტის ტრანსპორტირებასა და უსაფრთხო პოზიციონირებაში დახმარება, კონფიდენციალურობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო/პროფესიული სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო (საჭირო უნარებს შეგასწავლით ადგილზე, თუმცა გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღება;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@krc.ge და Subject-ველში მიუთითეთ: "საოპერაციო ექთნის დამხმარე."
რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
