სანიტარი
გამოქვეყნდა 10 ნოებოლო ვადა: 9 დეკ
- მისამართი
- ქუთაისი, ფოთის ქუჩა №40
- განაკვეთი
- სმენური გრაფიკი – შერეული ცვლები
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 24-საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
სრული აღწერა
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სანიტრის რამდენიმე პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი — ქუთაისი, ფოთის ქუჩა №40
სამუშაო გრაფიკი
- დღის გრაფიკი — 8-საათიანი სამუშაო დღე
- მორიგეობის გრაფიკი — 24-საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
ძირითადი მოვალეობები
- გამოყოფილი სამუშაო ზონის, მათ შორის პალატებისა და საერთო სარგებლობის სივრცეების, დასუფთავება და სისუფთავის შენარჩუნება
- ზედაპირებისა და სანიტარული კვანძების დეზინფექცია კლინიკაში დადგენილი წესით
- ნარჩენების შეგროვება და შესაბამის სათავსოში გადატანა კლინიკის შიდა წესების დაცვით
- დასუფთავების ინვენტარისა და სადეზინფექციო საშუალებების სათანადოდ გამოყენება, ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა
მოთხოვნები
- პასუხისმგებლობა და დაკისრებული სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულება
- სისუფთავისა და ჰიგიენის წესების დაცვის უნარი
- ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: kh.tkemaladze@gmail.com. წერილის სათაურში მიუთითეთ „სანიტარი — ქუთაისი“, ხოლო წერილში დაწერეთ, რომელი გრაფიკი გაწყობთ — დღის, მორიგეობის თუ ორივე.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
