ტურინვესტ ჯგუფი
მომსახურებასამზარეულოს დიასახლისი
გამოქვეყნდა 13 ოქტბოლო ვადა: 13 ნოე
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი No78
- ბენეფიტები
- სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას · კვებით უზრუნველყოფას · ჯანმრთელობის დაზღვევას
სრული აღწერა
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დიასახლისის პოზიციაზე რესტორან "არგო"-ში (საბაგირო გზა).
თუ გსურთ სტაბილური და მუდმივი სამსახური მეგობრულ გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
ძირითადი მოვალეობები:
- ჭურჭლის რეცხვა შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
- სამზარეულოს დალაგება და სისუფთავის კონტროლი;
- ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა;
- სამუშაო ინვენტარის მოწესრიგება და განკუთვნილ ადგილზე მოთავსება;
რას ველოდებით თქვენგან?
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოწესრიგებულობა;
- გუნდში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78
- სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
- ანაზღაურება: შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში 2008 წლიდან ოპერირებს და 800-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო, სტაბილური და ადამიანებზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
