სამუშაოთა მწარმოებელი სამშენებლო კომპანიაში
გამოქვეყნდა 19 ოქტბოლო ვადა: 19 ნოე
- ქალაქი
- ქუთაისი, წილკანი, დედოფლისწყარო, სტეფანწმინდა, ლაგოდეხი, თიანეთი
- ბენეფიტები
- კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა
სრული აღწერა
სამუშაოთა მწარმოებელი სამშენებლო კომპანიაში
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაო პროცესის დაგეგმვა, რაც გულისხმობს ხელმძღვანელ პირებთან ერთად პროექტის სამუშაო გეგმის შემუშავებას, მიმდინარე სამუშაოების კალენდარული გეგმის შემუშავებას, სამუშაო რესურსების განაწილებისა და გამოყენების გეგმის შემუშავებას, დაქვემდებარებული პირებისათვის სამუშაო გეგმის გაცნობას;
- სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიღება და კონტროლი, კერძოდ, სამუშაოების მიმდინარეობის უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლი, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ჯეროვანი, დროული გამოყენებისა და დაქვემდებარებულ პერსონალზე დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად და დროულად შესრულების კონტროლი;
- დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვა- კონტროლი;
- სამუშაოების განხორციელება საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად;
- სამუშაოების წარმოებისას სხვადასხვა აქტების მომზადება (ფორმა 2, ფორმა 3, ფარული სამუშაოს აქტი, სამუშაოების წარმოების ჟურნალი და სხვა);
- პროექტის ფარგლებში საჭირო ცვლილებების უწყისების (ვარიაცია) მომზადება საჭიროების შემთხვევაში.
აუცილებელი მოთხოვნებია:
- უმაღლესი განათლება;
- სამუშაოთა მწარმოებლად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება (სამშენებლო სექტორში);
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
- საპროექტო ნახაზების სწორად წაკითხვის უნარი;
- სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლიანი;
- დისციპლინირებული;
- პუნქტუალური.
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო განრიგი: სრული
ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად
ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა
კადრების მოძიება მიმდინარეობს შემდეგი ლოკაციებისთვის: ქუთაისი, წილკანი, დედოფლისწყარო, სტეფანწმინდა, ლაგოდეხი, თიანეთი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.მისამართზე info@artwin.ge. აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
