AWARDსამუშაოთა მწარმოებელი
- ანაზღაურება
- 3 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
AWARD წარმოადგენს ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების სფეროში მოქმედ კომპანიას. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.
AWARD აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამუშაოთა მწარმოებელი
ორგანიზაცია: შპს ,,AWARD’’
მუდმივი სამუშაო ადგილი: ფონიჭალა (კომპანიის ბაზა), სამუშაო არეალი - თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 – 19:00)
ანაზღაურება: 3000 ლარი ხელზე
დამატებითი პირობა: კომპანიის ავტომობილი და საწვავი სამსახურებრივი გადაადგილებისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ბაზაზე და ობიექტზე სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა, ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
- ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორების კოორდინაცია, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
- თანამშრომლების ყოველდღიური აღრიცხვა;
- სამუშაოების საპროექტო ნახაზებთან, ხარჯთაღრიცხვასა და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- სამუშაოების თანმიმდევრობის, ხარისხისა და ვადების კონტროლი;
- მასალების, მუშახელისა და ტექნიკის საჭიროების წინასწარ განსაზღვრა და დროული მოთხოვნა;
- მასალების მიღებისა და ხარჯვის აღრიცხვა;
- შესრულებული მოცულობების აღრიცხვა, დაფარული სამუშაოების აქტებისა და შესრულების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
- საინჟინრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების კოორდინაცია კონსტრუქციულ და მოსაპირკეთებელ სამუშაოებთან;
- პროექტის ხელმძღვანელთან და ტექნიკურ ზედამხედველთან თანამშრომლობა, შეუსაბამობების დროული გამოვლენა და შეთანხმებული გადაწყვეტილებების შესრულება;
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან თანამშრომლობა და ობიექტზე უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- შენობების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციის პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
- საპროექტო ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვის წაკითხვა.
- Excel-ში მუშაობა და AutoCAD-ში ნახაზების წაკითხვისა და ზომების შემოწმების უნარი;
- გუნდის მართვის, პრობლემების დროულად გადაჭრისა და ანგარიშგების უნარი.
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge
რეზიუმეს გამოგზავნისას, გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „სამუშაოთა მწარმოებელი - ფონიჭალა“, რათა რეზიუმე განვასხვავოთ სხვა ანალოგიურ ვაკანსიებზე გამოგზავნილი რეზიუმეებისგან. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 27/11/2026.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- უფროსი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 3000
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 3 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
