სამუშაოთა მწარმოებელი
- მისამართი
- ქ. ბათუმი (ოფისი — მემედ აბაშიძის ქ. No29, სამუშაო პროცესი — სამშენებლო ობიექტზე)
- ბენეფიტები
- კონკურენტულ ანაზღაურებას · სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას · პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
სრული აღწერა
სამუშაოთა მწარმოებელი
შპს "ნიტე" არის თანამედროვე, სწრაფად განვითარებადი დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის მაღალი ხარისხის საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტებს ბათუმსა და აჭარის რეგიონში.
შპს "ნიტე" პროექტ "Nite Residence" (ჩაქვი)-ის განვითარების ფარგლებში აფართოებს გუნდს და ეძებს გამოცდილ სამუშაოთა მწარმოებელს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო პროცესის ეფექტიან ორგანიზებას, მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვასა და პროექტის შეუფერხებელ მიმდინარეობას. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, პასუხისმგებლობა, ეფექტური მართვა და გსურთ იმუშაოთ პროფესიონალ გუნდთან, მოხარული ვიქნებით, თუ შემოგვიერთდებით.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი (ოფისი — მემედ აბაშიძის ქ. №29, სამუშაო პროცესი — სამშენებლო ობიექტზე)
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
- სამუშაო პროცესის ხარისხის, ვადებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესრულების მუდმივი კონტროლი;
- ქვეკონტრაქტორებისა და სამშენებლო ბრიგადების საქმიანობის ეფექტური მართვა;
- საპროექტო დოკუმენტაციის, ნახაზებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა;
- სამშენებლო მასალების მიღების, ხარისხის, რაოდენობისა და სწორად დასაწყობების კონტროლი;
- შესრულებული სამუშაოების აქტების, ტექნიკური დოკუმენტაციისა და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ტექნიკური სტანდარტების მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;
- პროექტის ხელმძღვანელობასთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო მიმართულებით;
- სამშენებლო პროექტებზე სამუშაოთა მწარმოებლის ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო ტექნოლოგიების, ნორმებისა და ხარისხის კონტროლის პრინციპების ცოდნა;
- საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის თავისუფლად წაკითხვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
- გუნდის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა (AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- თანამედროვე, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- საინტერესო და მასშტაბურ სამშენებლო პროექტებში მუშაობის შესაძლებლობას.
თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალი გუნდის წევრი და თქვენი გამოცდილებით წვლილი შეიტანოთ თანამედროვე სამშენებლო პროექტების წარმატებით განხორციელებაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
განაცხადის მიღების წესი
რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ: info@nite.ge, developmentnite@gmail.com
ტელ: +995 511 22 11 45
ელ. წერილის თემაში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "სამუშაოთა მწარმოებელი"
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრების მიზნით.
პერსონალური მონაცემების დამუშავება
რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "ნიტე" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესაბამისად, ვაკანსიასთან დაკავშირებული შერჩევის პროცესის განხორციელების მიზნით.
მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით და გამოიყენება მხოლოდ კანდიდატის მიმდინარე ან/და სამომავლო ვაკანსიებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით.
კომპანია კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს თანასწორობის პრინციპების დაცვით და ემიჯნება ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციას.
პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@nite.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
