სამშენებლო ზედამხედველობის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი
- ანაზღაურება
- 2 885 ₾
- ქალაქი
- ხონი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
სამშენებლო ზედამხედველობის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ხონის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ზედამხედველობა
განცხადების ბოლო ვადა:
13.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2885 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ხონი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- ხელმძღვანელობა განყოფილების საქმიანობაზე;
- დავალებების განაწილება თანამშრომლებზე;
- თანამშრომლების მიერ მომზადებული დოკუმენტების შემოწმება;
- ხონის მუნიციპალიტეტში ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: როგორიცაა დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანებაზე და ა.შ. ზედამხედველობა;
- უკანონო, უსახური და ამორტიზირებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;
- ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა);
- ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით;
- არქიტექტრულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება;
- კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში;
- არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზინთ, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითიების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;
- შესასრულებლად დაწერილ კორესპოდენციებზე პასუხების მომზადება, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ვიზირება;
- კურატორი მოადგილის, სამსახურის უფროსის მიერ გაცემული ცალკეული დავალების/დავალებების შესრულება, რომელიც არ არის გაწერილი სამუშაო აღწერილობით და არ ეწინააღმდეგება კანონს;
- ხონის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის დაცვა.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
ეკონომიკის ან ინჟინერიის მიმართულებით
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
- საქართველოსკანონი„ზოგადია დმინისტრაციული კოდექსი“
- საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“
- ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 17 ივნისის N5 დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ხონი თავისუფლების მოედანი N6
საკონტაქტო ტელეფონები:
595369636
საკონტაქტო პირი:
ამირან კინწურაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- პროგრამების/პროექტების შემუშავების ან/და ზედამხედველობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წელი.
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- კომპლექსური აზროვნების უნარი;
- სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
- ცვლილებების ინიცირებისა და მართვის უნარი;
- გუნდური განვითარების უნარი;
- თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
- მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა დამოტივირების უნარი; გუნდის განვითარების უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
