სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი
გამოქვეყნდა 13 ოქტბოლო ვადა: 12 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 5 წლამდე
სრული აღწერა
სამშენებლო კომპანია "ადლი"-ში ვეძებთ გუნდის წევრს სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
- ობიექტზე მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
- მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო სხვადასხვა აქტების წარმოება;
- პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა/შესრულება;
- შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა/წაკითხვა;
- სამშენებლო ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის, სპეცტექნიკის მოძიება-შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
- სამშენებლო ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი;
- სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა და დაცვაზე პასუხისმგებელი პირის, უსაფრთხოების ინჟინრის საქმიანობის კონტროლი;
- სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება და რეპორტინგი;
- მუშა მომსახურების მიერ შესრულებული სამუშაოების და ასანაზღაურებელი ხელფასების მოთხოვნების უწყისების შედგენა და წარდგენა ტექნიკურ დირექტორთან სამსახურთან;
- გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა;
- პროექტების რისკების მართვა ტექნიკური თვალსაზრისით;
- სამშენებლო ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული და შესასრულებელი სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენა;
- ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, შესასყიდი მასალების და მომსახურების შეკვეთა და მიღების კონტროლი;
- სამშენებლო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი და ამ ხარჯვითი ნაწილის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასა და ზოგადად, დადგენილ ხარჯვით ნორმებთან შესაბამისობის დადგენა.
- სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით; (სავალდებულოა)
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო კუთხით, მათ შორის სამუშაოთა მწარმოებლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- პროგრამების ცოდნა (Microsoft Suit, Archicad, Autocad სამომხმარებლო დონეზე ცოდნა);
- უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული);
- სამშენებლო ობიექტის მართვის ცოდნა და უნარი;
- სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
- წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- რემონტი, მშენებლობა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

