სამშენებლო სამართლის უფროსი იურისტი
- მისამართი
- ვაშლიჯვარი, ვასო გოძიაშვილის ქ. №59
სრული აღწერა
"არქიტექტონი" არის არქიტექტურულ-იურიდიული კომპანია, რომელიც საქართველოში მუშაობს სამშენებლო სამართლის, არქიტექტურისა და პროექტირების მიმართულებით.
პოზიცია: სამშენებლო სამართლის უფროსი იურისტი
ჩვენი გუნდის სპეციალისტები ამზადებენ სრულყოფილ სანებართვო დოკუმენტაციას, უზრუნველყოფენ შესაბამის სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებთან ურთიერთობას, საჭირო ნებართვების მიღებას და კლიენტების სამართლებრივ წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში.
სრული ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მდებარეობა: ვაშლიჯვარი, ვასო გოძიაშვილის ქ. №59
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ინდივიდუალური მოლაპარაკებით
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო და ადმინისტრაციული სამართლის დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
- დეპარტამენტის გუნდის სამუშაოს განაწილება, კოორდინაცია, ვადებისა და შესრულების ხარისხის კონტროლი;
- რთული სამშენებლო-სამართლებრივი საქმეების სტრატეგიის განსაზღვრა და სამართლებრივი პოზიციების ჩამოყალიბება;
- კლიენტებთან კონსულტაციების, მოლაპარაკებებისა და მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრების წარმართვა;
- სამშენებლო და დეველოპერული პროექტების სამართლებრივი რისკების შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შემუშავება;
- ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მუნიციპალიტეტებთან, მუნიციპალურ ინსპექციასთან, საჯარო რეესტრთან და სხვა შესაბამის უწყებებთან წარმოებული საქმეების მართვა;
- ადმინისტრაციული საჩივრების, სარჩელების, სამართლებრივი დასკვნებისა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების მომზადების კონტროლი და საბოლოო რევიზია;
- მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და სასამართლო დავების წარმართვა და წარმომადგენლობა;
- არქიტექტორებთან, ინჟინრებთან და პროექტში ჩართულ სხვა პროფესიონალებთან სამართლებრივი საკითხების კოორდინაცია;
- მოქმედი კანონმდებლობისა და სასამართლო/ადმინისტრაციული პრაქტიკის მონიტორინგი და დეპარტამენტის საქმიანობაში შესაბამისი ცვლილებების დანერგვა;
- დეპარტამენტის სამუშაო სტანდარტების, შიდა პროცედურებისა და დოკუმენტების ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
- მიმდინარე პროექტების სტატუსის, რისკებისა და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- სამშენებლო სამართლის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- თბილისის მერიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სასამართლოსთან ურთიერთობის პრაქტიკული ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმეების სრული მენეჯმენტის უნარი;
- იურიდიული საქმის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და ბოლომდე მიყვანის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური და პრაქტიკული აზროვნება;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კლიენტებთან კომუნიკაციისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სწრაფად სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
- კომუნიკაბელურობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტით მისამართზე: architectongeorgia@gmail.com. გთხოვთ, ელფოსტის დანიშნულების ველში მიუთითოთ: "სამშენებლო სამართლის იურისტი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
