სამშენებლო პროექტების მენეჯერი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- ქ. თბილისი
სრული აღწერა
ვაცხადებთ ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე დეველოპერული კომპანიისთვის "ბლოქსი" (blox.ge — ბმულის გახსნა.
პოზიციაზე მივესალმებით კანდიდატებს, რომელთაც აქვთ სამშენებლო პროექტების სრულ ციკლზე მუშაობის გამოცდილება. საცხოვრებელი ან მრავალფუნქციური კომპლექსების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
სამუშაო განაკვეთი - სრული სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება - განიხილება ინდივიდუალურად, კანდიდატის კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე
ლოკაცია - ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და დასრულების პროცესის ორგანიზება, მართვა და კოორდინაცია დადგენილი მიზნების, ვადებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
- პროექტის განხორციელების გეგმისა და შესაბამისი პროცედურების შემუშავება, პერიოდული განახლება და შესრულების მონიტორინგი.
- პროექტის ბიუჯეტის მართვა, ხარჯების კონტროლი და დამტკიცებულ ფინანსურ გეგმასთან შესაბამისობის მონიტორინგი.
- პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დადგენილ კალენდარულ გრაფიკში შესრულების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა.
- პროექტში ჩართულ მხარეებთან, მათ შორის კონტრაქტორებთან, დამპროექტებლებთან, მომწოდებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
- სატენდერო პროცედურების ორგანიზება, მართვა და მონიტორინგი, შესაბამისი კონტრაქტორებისა და მომსახურების მიმწოდებლების შერჩევის პროცესის კოორდინაცია.
- დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრებისა და სხვა სპეციალისტების) მიერ შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა, კოორდინაცია და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი.
- პროექტის თითოეული მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა, სამუშაოების დაგეგმვა და მათი შესრულებისთვის საჭირო ვადების დადგენა.
- სამშენებლო პროექტის მიმდინარეობის ზედამხედველობა, შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობებისა და დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის მონიტორინგი.
- საპროექტო დოკუმენტაციის, გეგმების, ნახაზებისა და სამუშაოთა მოცულობების გადამოწმება, კოორდინაცია და მართვა.
- საპროექტო ფაზის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონტრაქტორებთან, დამპროექტებლებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება.
- პროექტის ფარგლებში გამოვლენილი ტექნიკური, საორგანიზაციო და სხვა სახის საკითხების იდენტიფიცირება, შესაბამის პირებთან კოორდინაცია და მათი გადაწყვეტის პროცესის მონიტორინგი.
- სამშენებლო სამუშაოების დასრულების, ობიექტის მომზადებისა და პროექტის მიღება-ჩაბარების პროცესის მართვა და კოორდინაცია.
- პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ანგარიშების, მათ შორის შესრულებული სამუშაოების, ვადების, ბიუჯეტისა და არსებული საკითხების შესახებ ანგარიშგებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის, პროექტების მართვის ან შესაბამის სფეროში;
- სამშენებლო პროექტების მართვის მიმართულებით მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სამშენებლო პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და დასრულების პროცესების მართვის გამოცდილება;
- სამშენებლო დოკუმენტაციის, საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
- ბიუჯეტის, კალენდარული გრაფიკისა და პროექტის რესურსების მართვის გამოცდილება;
- კონტრაქტორებთან, დამპროექტებლებთან, მომწოდებლებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
- სატენდერო პროცედურებისა და შესყიდვების პროცესის ცოდნა;
- სამშენებლო ნორმებისა და მოქმედი რეგულაციების ცოდნა
- MS Office-ის, მათ შორის Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
- პროექტების მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია MS Project, Archicad, Autocad ან სხვა შესაბამისი პროგრამების ცოდნა)
დაინტერესებულ პირებს, ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@thestream.ge არაუგვიანეს 2026 წლის 25 ოქტომბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
