სამშენებლო პროექტების მენეჯერი
გამოქვეყნდა 3 ნოებოლო ვადა: 24 ნოე
სრული აღწერა
შპს "ლიდერ ექსპერტი" წარმოადგენს აკრედიტებულ A ტიპის ინსპექტირების ორგანოს სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ" ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
კომპანია 2020 წლიდან ფუნქციონირებს და გაფართოების მიზნით აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
სამშენებლო პროექტების მენეჯერი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი საინჟინრო განათლება შესაბამისი მიმართულებით;
- სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების წარმოების ან/და მათზე ზედამხედველობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი;
- სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტების ცოდნა;
- Microsoft Office - პროგრამების ცოდნა
სამუშაოს აღწერილობა:
- გაუწიოს ობიექტს (სამოქალაქო და სამრეწველო შენობა ნაგებობების) სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა - ინსპექტირების სამუშაოების წარმოება და ინსპექტირების პროცესში მიღებულ მონაცემებსა და ცნობებზე დაყრდნობით;
- უზრუნველყოს სამუშაოთა შესრულების ხარისხის მაღალი დონე ისო/იეკ 17020 : 2012/2013 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად;
- გაეცნოს და შეისწავლოს ინსპექტირების ობიექტზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია.
- დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ ინსპექტირების მეთოდები და პროცედურებში განსაზღვრული თანმიმდევრობითა და დებულებების მიხედვით განახორციელოს ინსპექტირება;
- საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე კონტროლი და გამოვლენილი დეფექტების შემთხვევაში დროული ღონისძიების მიღება.
- აკონტროლოს მშენებლის სამუშაოთა წარმოების ჟურნალი მასში მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად;
- დაესწროს ყველა ფარული თუ ხილული კონსტრუქციის/დეტალის სამშენებლო-სარემონტო პროცესს და გააკონტროლოს ისინი;
- განახორციელოს ყველა სამშენებლო მასალის გაზომვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და საპროექტო მონაცემებთან შესაბამისობის დადგენა;
- შესრულებულ სამუშაოების კონტროლი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალების შევსება ყოველდღიურ რეჟიმში შენიშვნების, რეკომენდაციებისა და მითითებების ჩაწერით;
- აწარმოოს ინსპექტირების ჩანაწერები: ჩაიწეროს ყველა გადახრა და შეუსაბამობა და გასცეს შესაბამისი მითითებები;
- მოახდინოს მიღებული მონაცემების დამუშავება და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით მოამზადოს ინსპექტირების ანგარიში მიუკერძოებლად.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომპეტენტურობა;
- ანგარიშების წერის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@leaderexperts.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო პროექტის მენეჯერი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

