ელემენტ კონსტრაქშენისამშენებლო პროექტების მენეჯერი
- ქალაქი
- თბილისი, ქუთაისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge www.ec.ge — ბმულის გახსნა
„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქუთაისი
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის პროცესების ზედამხედველობა ( მასალის შესაბამისობა, პროექტთან თანხვედრა და სხვადასხვა სახის აქტების მომზადება);
- მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
- პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა;
- პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
- პროექტის ფინანასური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა, კონტროლი და მართვა;
- სამშენებლო რისკების შეფასება და პრევენცია;
- სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი;
- საპროექტო დოკუმენტაციების (არქიტექტურა, კონსტრუქცია, საინჟინრო) მოცულობების გადამოწმება;
- საპროექტო დოკუმენტაციების (არქიტექტურა, კონსტრუქცია, საინჟინრო) მართვა, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელება;
- ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
- პროექტის ფარგლებში მიმდინარე ყოველდღიური რეპორტის მომზადება;
- რეგულარული შეხვედრების დაორგანიზება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა (საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის საჭირო კადრის მოძიება);
- პროექტის შრომის უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა;
- პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
- პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad);
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კრეატიულობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი - სრული;
- ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- საწვავი;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2026 წლის 27 ნოემბრამდე;
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსტრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- უფროსი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 3 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
