სამშენებლო პროექტების დოკუმენტ-კონტროლიორი
- მისამართი
- თბილისი, საბურთალო, მინდელის ქ. #3
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:00-18:00
- მთავარი მოთხოვნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სამშენებლო მიმართულებით
სრული აღწერა
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 650-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
,,2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია „2 ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების დოკუმენტ-კონტროლიორი პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ;
სამუშაო ადგილი : თბილისი, საბურთალო, მინდელის ქ. #3 ;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროექტების ფარგლებში არსებული დოკუმენტბრუნვის ორგანიზება, მართვა და შენახვა;
- დოკუმენტაციის მიღება, გადამოწმება, რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
- პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მრთვა, შენახვა;
- დოკუმენტების ელექტრონული ბაზის შექმნა და არქივის წარმოება;
- პროექტებში ჩართული მხარეების ინსტრუქტაჟი დოკუმენტაციის სწორად წარმართვაში;
- პროექტის მონაწილეებთან კომუნიკაცია, საორგანიზაციო საკითხებისა და დოკუმენტების წარმოებაში ჩართულობა;
- პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და მიმდინარე პრობლემური საკითხების მართვა, მათ შორის შესაბამისი სტატუსების მონიშვნა და პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკითხების ეფექტური მონიტორინგი და დროული გადაჭრა;
- დადგენილი წესით პროექტების ფარგლებში არსებული დოკუმენტების და სხვადასხვა საკითხების backlog-ის წარმოება;
- პროექტებთან დაკავშირებული კომუნიკაციის მუდმივი მონიტორინგი, პასუხისმგებელი პირებისთვის საჭირო ქმედებების შეხსენება;
- პროექტის მონაწილე მხარეებისთვის საჭირო ინფორმაციის სისტემური მიწოდება და მათგან შესაბამისი უკუკავშირის მიღება;
- პროექტებთან დაკავშირებული პროტოლოლური საკითხების ორგანიზება და მართვა;
- უშუალო ხელმძღვანელის ასისტირება პროექტში ჩართულ მხარეებთან უკეთ კომუნიკააციაში;
- საქმიანობასთან დაკავშირებული რეპორტებისა და ანგარიშების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღელესი განათლება;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სამშენებლო მიმართულებით;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა ;
- MS Office.
თუ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ „2 ნაბიჯის“ გუნდთან ერთად, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23 ოქტომბერი, 2026 წელი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სამშენებლო პროექტების დოკუმენტ-კონტროლიორი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

