მეპ სოლუშენსი
მშენებლობასამშენებლო ობიექტის ტექნიკური მენეჯერი
გამოქვეყნდა 12 ოქტბოლო ვადა: 12 ნოე
- ანაზღაურება
- 5 000+ ₾
- მისამართი
- თბილისი, აბასთუმანი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:00-18:00
- მთავარი მოთხოვნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
სრული აღწერა
კომპანია "ემ ი პი სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
შპს "ემ-ი-პი სოლუშენს" ახორციელებს შენობების სრული მექანიკურ-სამონტაჟო და საკონსულტაციო მომსახურებას.
კომპანიის შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს საიტს: http://mepsolutions.ge/
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი/აბასთუმანი
ანაზღაურება: 5000 ლარიდან ზემოთ, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო ობიექტზე ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა;
- შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური ანგარიშების მომზადება;
- პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, ფორმების, ყოველდღიური/კვირეული/თვიური ანგარიშების წარმოება;
- სამონტაჟო ჯგუფისთვის დავალებების მიცემა;
- კონტრაქტორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
- საინჟინრო სამუშაოების უსაფრთხო, შეუფერხებელი მიმდინარეობის კონტროლი;
- პროექტის საკითხების/პირობების დოკუმენტირება.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საინჟინრო, სამშენებლო ან მონათესავე დისციპლინების მიმართულებით;
- პროგრამების ცოდნა: AutoCAD, Word, Excel;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაოსთვის საჭირო მოთხოვნები:
- ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- სამედიცინო დაზღვევას (როგორც ინდივიდუალურს, ისე საოჯახოს).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Hr@mepsolutions.ge და "სამშენებლო ობიექტის ტექნიკური მენეჯერი"-ის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
