სამშენებლო ინჟინერი
გამოქვეყნდა 9 ნოებოლო ვადა: 9 დეკ
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი
- ბენეფიტები
- სტაბილურ სამუშაო გარემოს · პასუხისმგებლობიან და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
სრული აღწერა
"ტომპსონი & ფრენჩი" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: სამშენებლო ინჟინერი.
დასაქმების ტიპი: ვადიანი ხელშეკრულება
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და კვალიფიციურ სამშენებლო ინჟინერს, რომელიც უხელმძღვანელებს სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებს, უზრუნველყოფს პროექტების შესაბამისად შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში მოამზადებს შესაბამის ტექნიკურ და საანგარიშო დოკუმენტაციას.
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების სრული ხელმძღვანელობა და ორგანიზება;
- პროექტების, სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა და მათი პრაქტიკაში სწორად გამოყენება;
- სამუშაოების დაგეგმვა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და შესრულების ვადების კონტროლი;
- მუშების, ტექნიკისა და საჭირო სამშენებლო რესურსების ეფექტიანად განაწილება;
- სამშენებლო სამუშაოების ხარისხის, ტექნოლოგიური პროცესებისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა, აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
- საჭიროების შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვების შედგენა, გაანგარიშება და კორექტირება;
- ფორმა №2-ისა და შესრულებული სამუშაოების სხვა საანგარიშო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
- საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებებისა და კორექტირებების ტექნიკური დამუშავება, შესაბამისი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის მომზადება სხვა სპეციალისტებთან ერთად;
- საპროექტო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამოვლენა და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
- სამშენებლო მასალების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა და მათი ხარჯვის კონტროლი;
- დამკვეთთან, ტექნიკურ ზედამხედველობასთან, პროექტანტებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან სამუშაო კომუნიკაცია;
- სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და სამშენებლო ნორმების დაცვის კონტროლი;
- ობიექტზე წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დროული იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით;
- სამშენებლო სფეროში მუშაობის პრაქტიკული, მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის დამოუკიდებლად წაკითხვისა და გაანალიზების უნარი;
- სამშენებლო ობიექტების დამოუკიდებლად მართვისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების გამოცდილება;
- ხარჯთაღრიცხვების შედგენისა და კორექტირების ცოდნა;
- პროექტში ცვლილებებისა და კორექტირებების ტექნიკური დამუშავების უნარი;
- სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და სამუშაოების შესრულების თანმიმდევრობის ცოდნა;
- სამუშაოების მოცულობების, მასალებისა და საჭირო რესურსების სწორად გაანგარიშების უნარი;
- სამშენებლო ტექნიკისა და სამუშაო ძალის ეფექტიანი მართვის უნარი;
- ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და საანგარიშო ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ობიექტებზე მუდმივად ყოფნისა და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობის შესაძლებლობა;
- მუნიციპალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- სატენდერო პროექტების განხორციელების გამოცდილება;
- AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- Excel-ისა და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- შესრულებული სამუშაოების აქტების, ფარული სამუშაოების აქტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
- ქართული და რუსული ენების კარგად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პასუხისმგებლობიან და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და პორტფოლიო PDF ფორმატში მისამართზე: tf.vacancies@yahoo.com
წერილის სათაურში მიუთითეთ: "სამშენებლო ინჟინერი - სახელი, გვარი"
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
