სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის სპეციალისტი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- ზუგდიდი, სოხუმის ქ.N2
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
სრული აღწერა
ტექნოპარკი ზუგდიდი ეძებს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) სპეციალისტს. სრული სამუშაო განაკვეთი. ანაზღაურება შეთანხმებით
ზუგდიდის ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) მომხმარებლებისათვის მომსახურებისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა პროტოტიპირებისა და ტექნოლოგიური დანადგარების გამოყენების პროცესში; ტრენინგებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და საკონკურსო აქტივობების ინიცირება, დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი; დანადგარების მოვლა-პატრონობისა და გამოყენების წესების შესწავლა, გათვალისწინება და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ზუგდიდის ტექნოპარკის ფაბლაბის ლოგისტიკის, ინვენტარისა (ხელსაწყოები, ინსტრუმენტები, ა.შ.) და ტექნიკის მართვა;
ფაბლაბის საწყობის მარაგების მართვა;
სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და შესაბამის მენეჯერებთან კოორდინაციით, დანადგარების სახარჯი მასალებითა და საჭირო ხელსაწყოებით მომარაგების უზრუნველყოფა;
ფაბლაბში მოწესრიგებული, უსაფრთხო და ორგანიზებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
ვიზიტები თბილისისა და სხვა რეგიონულ ტექნოპარკებში საჭიროებისამებრ, ადმინისტრაციული და სასწავლო მიზნებისათვის;
პერიოდული ანგარიშების მომზადება და მენეჯერისთვის წარდგენა;
სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
პროფესია: პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი
სამუშაო ადგილი: სოხუმის ქ.N2
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: გამოცდილების გარეშე
ენები: ქართული (მშობლიური)
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება




