სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- ქ. თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
სრული აღწერა
შპს "გარანტი ჯგუფი" garantigroup.ge ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქციას როგორიცაა: მეტალო პლასტმასის და ალუმინის კონსტრუქცია, ფარდა-ჟალუზი, გარე დამცავი ჟალუზი, ფასადის სისტემები, ლითონის ნაკეთობები და სხვა. "გარანტი ჯგუფი" მუდმივად აანალიზებს მსოფლიო ბრენდების ინდუსტრიულ სიახლეებს და მუშაობს ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვაზე.
კომპანია "გარანტი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამონტაჟო სამუშაოების ხარისხიანი, უსაფრთხო და დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი.
- ობიექტებზე სამუშაო პროცესის ორგანიზება, მემონტაჟეების საქმიანობის ზედამხედველობა, ტექნიკური მოთხოვნების დაცვა და გამოვლენილი ხარვეზების დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა.
- სამონტაჟო ჯგუფების კოორდინაცია ობიექტზე;
- პროექტის ფარგლებში სამონტაჟო სივრცის მონიტორინგი და ტექნიკური დეტალების გავლა;
- ობიექტებზე სამონტაჟო სამუშაოების ტექნიკური მხარდაჭერა;
- ობიექტებზე მიმდინარე სამონტაჟო პროცესის მუდმივი მეთვალყურეობა;
- სამუშაოებში ხარვეზის დროული აღმოჩენა, შესაბამისი რეაგირება და მოგვარება პასუხისმგებელ პირებთან ერთად;
- ობიექტებზე სამონტაჟო ჯგუფების, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგი;
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების კონტროლი;
- სიმაღლეზე და სხვა მაღალი რისკის სამუშაოების უსაფრთხოების კონტროლი;
- სამონტაჟო ჯგუფების და კონტაქტორების საქმიანობის კოორდინაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
- სამშენებლო ან/და სამონტაჟო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- სასურველია ალუმინის კარ-ფანჯრისა და საფასადე სისტემების მონტაჟის ტექნოლოგიის ცოდნა.
- სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი.
- სამუშაოების ხარისხისა და შესრულების ვადების კონტროლის უნარი.
- შრომის უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების ცოდნა.
- მართვის გამოცდილება და უნარები.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი.
- გუნდური მუშაობის, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@garantigroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "სამუშაოების ზედამხედველი"
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
