არქიტექტონი
იურიდიულისამოქალაქო სამართლის იურისტი უძრავი ქონების მიმართულებით
გამოქვეყნდა 23 ოქტბოლო ვადა: 15 ნოე
სრული აღწერა
"არქიტექტონი" აცხადებს ვაკანსიას სამოქალაქო სამართლის იურისტის პოზიციაზე, უძრავი ქონების მიმართულებით.
ვეძებთ იურისტს, რომელიც იმუშავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ კერძოსამართლებრივ საკითხებზე — ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შეფასებიდან და გარიგებების მომზადებიდან, საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხებისა და დავების მართვამდე.
ძირითადი მოვალეობები:
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესწავლა და კლიენტებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
- უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლა და შეფასება, მათ შორის საკუთრების უფლების, თანამესაკუთრეობის, რეგისტრირებული ვალდებულებების, იპოთეკის, ყადაღის, სერვიტუტისა და სხვა უფლებრივი შეზღუდვების ანალიზი;
- უძრავი ქონების შეძენამდე ან გასხვისებამდე სამართლებრივი კვლევის (Legal Due Diligence) განხორციელება და სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება;
- ნასყიდობის, წინარე ნასყიდობის, გაცვლის, ჩუქების, იჯარის/ქირავნობის, სარგებლობის, ნარდობის, მომსახურების, სესხის, იპოთეკისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების მომზადება, შემოწმება და სამართლებრივი შეფასება;
- დეველოპერსა და უძრავი ქონების მყიდველებს შორის გასაფორმებელი წინარე და ძირითადი ხელშეკრულებების, დამატებითი შეთანხმებებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება და სამართლებრივი კონტროლი;
- მესაკუთრეებსა და ინვესტორებთან მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობა და შეთანხმებების სამართლებრივი ფორმირება;
- უძრავი ქონების თანამესაკუთრეობასთან, ქონების გაყოფასთან, საზიარო უფლების გაუქმებასთან, სარგებლობის წესის განსაზღვრასთან და სხვა სანივთო-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული საქმეების წარმოება;
- საკუთრების უფლების დაცვასთან, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვასთან, საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა სამოქალაქო დავების წარმოება;
- სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევასთან, ხელშეკრულების შეწყვეტასთან, ზიანის ანაზღაურებასთან, პირგასამტეხლოსა და სხვა სამოქალაქო მოთხოვნებთან დაკავშირებული საქმეების სამართლებრივი მართვა;
- კლიენტის ინტერესების დაცვა წინასასამართლო მოლაპარაკებებისა და დავის მორიგებით დასრულების პროცესში;
- სარჩელების, შესაგებლების, სააპელაციო საჩივრების, შუამდგომლობებისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადება;
- სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო პროცესებში მონაწილეობა და კლიენტების წარმომადგენლობა შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში;
- უძრავ ქონებაზე უფლებების, ვალდებულებებისა და შესაბამისი გარიგებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
- სანოტარო და სარეგისტრაციო პროცედურებისთვის საჭირო სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
- მიმდინარე საქმეების, საპროცესო და სახელშეკრულებო ვადების კონტროლი;
- სამოქალაქო და უძრავი ქონების სამართლის მიმართულებით კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მუდმივი მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- სამოქალაქო სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და საჯარო რეესტრთან დაკავშირებული კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
- სანივთო, ვალდებულებითი და სახელშეკრულებო სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
- ხელშეკრულებებისა და საპროცესო დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადების უნარი;
- სამართლებრივი კვლევის, ინფორმაციის ანალიზისა და დასაბუთებული სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბების უნარი;
- სასამართლო პრაქტიკის მოძიებისა და ანალიზის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტთან პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და რამდენიმე საქმის პარალელურად ეფექტურად მართვის უნარი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით ჩაითვლება უპირატესობად.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტით მისამართზე: architectongeorgia@gmail.com. გთხოვთ, ელფოსტის დანიშნულების ველში მიუთითოთ: "სამოქალაქო სამართლის იურისტი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
