სამკაულის კონსულტანტი
- ანაზღაურება
- 600 ₾ / თვე
- მისამართი
- ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "აქსის თაუერსი", ვაკე
- სამუშაო გრაფიკი
- ს რაოდენობა: კვირაში 3 ან 4 დღე (მეწყვილესთან შეთანხმებით)
სრული აღწერა
ქართული საიუველირო კოპანია "ცვარა" აცხადებს სამკაულის კონსულტანტის ვაკანსიას ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზიაში.
მდებარეობა: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "აქსის თაუერსი", ვაკე.
სამუშაო დღეების რაოდენობა: კვირაში 3 ან 4 დღე (მეწყვილესთან შეთანხმებით).
ანაზღაურება: თვეში ფიქსირებული 600 ლარი და აღნიშნულ ხელფასს დაემატება პროცენტული ანაზღაურება (ბონუსი) ინდივიდუალურად გაყიდული პროდუქციიდან.
ძირითადი მოვალეობები:
შესაბამისი კონსულტაციის გაწევა, ანგარიშსწორების წარმოება, მაღაზიის სივრცეში წესრიგის შენარჩუნება.
პერსონალური უნარები:
- ქართულ ენაზე სრულფასოვანი კომუნუკაციისა და აზრის გამართულად გადმოცემის უნარი.
- ინგლისურ ენაზე სასაუბრო დონეზე კომუნიკაციის უნარი.
- ნებისმიერი დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- კეთილგანწყობილება, ენერგიულობა და ორგანიზებულობა.
- სასურველია სახელოვნებო, ან სილამაზის სფეროში გარკვეული გამოცდილების ქონა.
- ნებისმიერი უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად კომპანიაში სამომავლო კარიერული წინსვლის მიმართულებით.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან სამ-დღიან ტრენინგსა და სწავლებას, რის შემდგომაც კანდიდატებს გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ, ან ინგლისურ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: tsvarasales@gmail.com
გისურვებთ წარმატებებს!
"ცვარას" პროდუქციის გასაცნობად ესტუმრეთ ვებ.გვერდს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
