სამღებრო-სათუნუქე სერვისის სპეციალისტი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, ტოიოტა ცენტრი თეგეტა აცხადებს ვაკანსიას სამღებრო-სათუნუქე სერვისის სპეციალისტის პოზიციაზე.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
· მომხმარებლების მიღება და მათთან პოზიტიური, პროფესიონალური ურთიერთობის დამყარება;
· მომხმარებლის საჭიროებების სრულყოფილად გარკვევა, ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი მომსახურებების შეთავაზება;
· ავტომობილის დეტალური დათვალიერება, დაზიანებების იდენტიფიცირება და შეფასება;
· ჩასატარებელი სამუშაოებისა და საჭირო ნაწილების განსაზღვრა, დეფექტური აქტის შედგენა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
· სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების ვადების განსაზღვრა;
· სერვისის ხარისხის მონიტორინგი და მომხმარებლისთვის ავტომობილის სრულად გამართულ მდგომარეობაში დაბრუნების უზრუნველყოფა;
· სამუშაო პროცესების სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
· რთულ ტექნიკურ შემთხვევებში დიაგნოსტირების პროცესში მონაწილეობა;
· ხარისხის კონტროლის შედეგების რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
· სერვისთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და მონაცემთა ბაზების მართვა;
· დანადგარებისა და სამუშაო ინსტრუმენტების გამართულობის კონტროლი;
· საჭირო ინსტრუმენტების არსებობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის ინიცირება;
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
· უმაღლესი განათლება;
· ავტოსერვისში მუშაობის გამოცდილება;
· ავტომობილის ტექნიკური მოწყობის კარგი ცოდნა;
· MS Office-ის საბაზისო ცოდნა;
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
· კომუნიკაციის გამართული უნარი;
· მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· დროის მართვის უნარი;
· ანალიტიკური აზროვნება;
· გუნდური მუშაობის უნარი;
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.
ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამღებრო-სათუნუქე სერვისის სპეციალისტი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

