სამეურნეოს სამსახურის თანამშრომელი
გამოქვეყნდა 20 ოქტბოლო ვადა: 20 ნოე
- მისამართი
- თბილისი, რაფიელ აგლაძის 15 სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი "მეგალაინი"
სრული აღწერა
სავაჭრო ცენტრი "მეგალაინი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეოს სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, რაფიელ აგლაძის 15 სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი "მეგალაინი"
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 ან 6 დღე
ანაზღაურება: 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი - 1000 ლარი, 6 დღიანი სამუშაო გრაფიკი - 1500 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- შეასრულოს ყველა აუცილებელი მექანიკურ/ტექნიკური სამუშაო საკეტების შეკეთება, ონკანების შეკეთება, გამოცვლა, ფილების შეცვლა და სხვა.
- საღამოს საათებში განათება გადაიყვანოს ეკონომიურ რეჟიმზე
- ყურადღება მიაქციოს მრიცხველების გამართულ მუშაობას.
- ყურადღება მიაქციოს პავილიონებში ელ.ხელსაწყოების და განათების გამართულ მუშაობას, ასევე გარე განათებას
- გააკონტროლოს გამათბობელი და გამაგრილებელი სისტემები. გათბობა-გაგრილების სისტემა ირთვება და ითიშება ამინდის ცვლილების მიხედვით
- ყოველ თვე შეამოწმოს სახანძრო გიდრანტების გამართული მუშაობა.
- ყურადღება მიაქციოს გენერატორის გამართულ მუშაობას.
- მოახდინოს სამეურნეო სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა ხელსაწყო იარაღებისა და სათადარიგო ნაწილების ინვენტარიზაცია.
ცოდნა და უნარ-ჩვევები:
- განათლება და გამოცდილება ტექნიკურ სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად
- დროის სწორად მართვა
- გუნდთან ერთად მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა
- ფორსმაჟორის დროს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: office@megaline.ge და "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
