სამეურნეო საწყობის დამხმარე
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 40 საათი
სრული აღწერა
"კავკასიის მედიცინის ცენტრი" წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.
"კავკასიის მედიცინის ცენტრში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სამეურნეო საწყობის დამხმარის პოზიციაზე.
გრაფიკი: კვირაში 40 საათი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში;
ფუნქცია-მოვალეობები:
- ჰოსპიტლის მიერ შესყიდული საქონლის დასაწყობება;
- ჰოსპიტლის მიერ შესყიდული საქონლის შესაბამისი ერთეულებისთვის მიწოდება;
- ჰოსპიტლის მატერიალური ფასეულობების გადატანა საჭიროებისამებრ;
- უშუალო უფროსის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან ან/და გამომდინარეობს აღნიშნული პოზიციის კონტექსტიდან.
დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
შპს "კავკასიის მედიცინის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სამეურნეო საწყობის დამხმარე, ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

