სამეურნეო მართვის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 610 ₾
- ქალაქი
- მცხეთა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტები ატვირთოს
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სამეურნეო მართვის მენეჯერი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი
კატეგორია:
ლოჯისტიკა
განცხადების ბოლო ვადა:
22.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1610 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მცხეთა
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
კოლეჯის „სამეურნეო მართვის მენეჯერის“ უფლებამოსილებები განისაზღვრება შემდეგნაირად:
- კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
- კვარტალური ანგარიშის მომზადება და წარდგენა კოლეჯის დირექტორისა და დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოადგილისათვის;
- ხელმძღვანელობს კოლეჯის სამეურნეო საქმიანობას; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შევსების, განახლებისა და შეკეთების სამუშაოებს;
- ვალდებულია კოლეჯის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობები ჰქონდეს სათანადოდ აღწერილი (საინვენტარო ნომრები მინიჭებული), დაცული და მოვლილი;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს მიღება-ჩაბარების აქტებზე;
- პასუხისმგებელია საწყობში დაცულ მატერიალურ ფასეულობებზე, მათ მოვლა-პატრონობისა და შენახვის საკითხებზე, აღრიცხვასა და გაცემაზე. ასევე უზრუნველყოფს მათ რაციონალურ გამოყენებას და ამზადებს გახარჯული და გაცვეთილი საქონლის ჩამოწერის დოკუმენტაციას.
- ახორციელებს მატერიალური ფასეულობების ვარგისიანობის დადგენას, შეფასებას და დირექტორს წარუდგენს წინადადებებს ქონების შემდგომ განკარგვასთან დაკავშირებით;
- უზრუნველყოფს შენობის გათბობის, ელექტრომომარაგების, წყალ-საკანალიზაციო სისტემების, დასუფთავების სისტემების გამართულ მუშაობასა და მომსახურების ხარჯების მონიტორინგს და ანგარიშს დროულად ამზადებს/წარუდგენს უშუალო ხელმძღვანელს;
- მასთან დაცულ დოკუმენტებს ამზადებს საარქივოდ (დახარისხება, აღრიცხვა–სისტემატიზაცია) და დირექტორის თანხმობით გადასცემს არქივს (შიდა);
- პასუხისმგებელია კოლეჯის პოგრამების ფარგლებში მოდულებით გათვალისწინებული სასოფლო სამეურნეო მანქანა-დანადგარების მეშვეობით მიწის სამუშაოების შესრულების კონტროლზე.
- პასუხისმგებელია აგრარული და სამეურნეო საქმიანობისათვის საჭირო რაოდენობის საწვავით მომარაგებაზე.
- პასუხისმგებელია საწვავის გაცემაზე, მისი მიზნობრივი და რაციონალური ხარჯვის კონტროლზე, აღრიცხვასა და ნორმატიული აქტების შესაბამისად ჩამოწერაზე, კოლეჯის ბალანსზე არსებული მცირე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ((ხელის ბენზო იარაღები, დიზელ-ბენზო გენერატორები) და დიდი ზომის სასოფლო -სამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაციის პროცესში.
- უზრუნველყოს კოლეჯის ტერიტორიაზე განთავსებული დასასვენებელი გამწავნების ზონების დაგვა-დასუფთავება, კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა (ხის ნარგაობა, გაზონები, ცოცხალი ღობეები, სარეველა მცენარეები და ველურად მზარდი ბუჩქნარები);
- უზრუნველყოს სკვერებში და დასასვენებელ ზონებში არსებული ფანჩატურების, მოსასვენებელი სკამებისა და ნაგვის ურნების იერსახის მოწესრიგება (შეღებვა, განახლება).
- უზრუნველყოს ილია წინამძღვრიშვილის სასაფლაოს ტერიტორიის მოვლა-პატრონობა;
- პასუხისმგებელია დიზელ-ბენზო გენერატორების საწვავით უზრუნველყოფასა და გამართულ მუშაობაზე .
- ვალდებულია წარმოადგინოს შესასრულებელი სამუშაოს გეგმა-გრაფიკი, რომლის შესაბამისადაც წინასწარ განსაზღვრული ვადების დაცვით ვალდებულია დირექტორს წარუდგინოს შესრულებული სამუშაოების ანგარიში;
- კოლეჯის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში და წლის ბოლოს კოლეჯის მიერ განვლილი წლის ანგარიშის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- პასუხისმგებელია მისდამი დაკისრებული მოვალეობის დროულად და ხარისხიანად შსრულებაზე.
- უზრუნველყოფს - კოლეჯის სტუდენტებისა და დარგის პედაგოგების ჩართულობით, შეთანხმებულ პერიოდში. აწარმოოს ნიადაგის დამუშავებასა და შეწამვლას შედგენილი გრაფიკის მიხედვით.
- ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის და დირექტორის მოადგილის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
- კოლეჯის სამეურნეო მართვის მენეჯერი პასუხისმგებელია კოლეჯის ქონების, შენობის შენახვასა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობაზე, აღჭურვილობასა და კოლეჯის სამეურნეო საკითხების წარმართვის შესახებ ანგარიშის მომზადებაზე, მის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მუშაობაზე კოლეჯში.
მინიმალური განათლება:
პროფესიული
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’;
- საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’;
- საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’;
- საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის კოდექსი’’;
- საქართველოს პროფესიული განათლების შესახებ კანონი;
- საქართველოს განათლების, მეცნერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ივნისის N115/ნ ბრძანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის წესდების დამტკიცების თაობაზე;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სსიპ -ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის შინაგანაწესი.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
მცხეთის რაიონი სოფ: წინამძღვრინთკარი, წინამძღვრიშვილის ქ N2ა
საკონტაქტო ტელეფონები:
577 55 61 53;577 21 50 90
საკონტაქტო პირი:
ლამზირა აბაიაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- სამეურნეო მართვის მენეჯერი შეიძლება იყოს პირი რომელსაც აქვს პროფესიული განათლება;
- სასურველია ჰქონდეს :
განათლების სისტემაში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
ა) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
ბ) ორგანიზაციული უნარები, სამუშაოს დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
გ) მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზისა და სისტემატიზების უნარი;
დ) გუნდური მუშაობის უნარი;
ე) დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ( vacancy.hr.gov.ge)მეშვეობით.
- აუცილებელია კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტები ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
კანდიდატების საყურადღებოდ:
ა/ სამუშაო ადგილად განისაზღვრება მცხეთის რაიონი სოფ.წინამძღვრიანთკარი . სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი.
ბ/ საშტატო პოზიცია ითვალისწინებს 09.00 საათიდან - 18.00 საათამდე სამუშაო დროს (ერთი საათი შესვენების დროით) .
გ/ საკონკურსო ეტაპების (საბუთების გადარჩევისა და გასაუბრების) წარმატებით გავლის შემდგომ , სავალდებულო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემდგომ მოხდება შრომითი ხელშეკრულების გაფორმება გამოსაცდელი ვადით.
დ) ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს მიმდინარე შერჩევის პროცესის მიზნებისთვის.
ე) იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი არ იქნება შერჩეული აღნიშნულ ვაკანსიაზე, მისი რეზიუმე შესაძლოა კომპანიამ შეინახოს 1 (ერთი) წლის ვადით მომავალში შესაბამისი ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში კანდიდატთან დაკავშირებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით.
ვ) კანდიდატს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, წაშლა ან მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.ამისათვის მიმართეთ საკონტაქტო პირს
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
