სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის მოქალაქეთა მისაღებისა და დოკუმენტბრუნვის განყოფილების სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 760 ₾
- ქალაქი
- ზუგდიდი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის მოქალაქეთა მისაღებისა და დოკუმენტბრუნვის განყოფილების სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
კატეგორია:
საქმისწარმოება
განცხადების ბოლო ვადა:
04.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
1760 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ზუგდიდი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
ა) საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ბ) შემოსული კორესპონდენციის დამუშავება - მიღება/გატარება, დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთვა, გადაგზავნა და შესაბამისი მატერიალური სახის დოკუმენტების (დედნები, დანართები და სხვა) შესაბამის პასუხისმგებელი პირ(ებ)ისათვის გადაცემა);
გ) ფოსტით გასაგზავნი დოკუმენტების რეესტრის წარმოება;
დ) საარქივო საქმის წარმოება (შესაბამისი კორესპონდენციის არქივში გადასაცემად მომზადება);
ე) სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი ქვეპროგრამების ელექტრონულ პროგრამებში ადმინისტრირება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
პროფესია:
ჰუმანიტარული ან/და სოციალური მეცნიერებები ან/და საჯარო მმართველობა
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
ბ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულება";
დ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულებით დამტკიცებული ”საქმისწარმოების ერთიანი წესები“;
ე) საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის N640 დადგენილება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. 9
საკონტაქტო ტელეფონები:
+995 (32) 2 192232
დამატებითი მოთხოვნები:
ა) მოქალაქეებთან კომუნიკაციის უნარი;
ბ) დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
გ) გუნდური მუშაობის უნარი;
დ) ემოციების მართვის უნარი;
ე) დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
ვ) კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
ზ) კომუნიკაციის უნარი;
თ) საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- კანდიდატმა სამუშაო გამოცდილების ველში (არსებობის შემთხვევაში)უნდა ატვირთოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ფუნქცია-მოვალეობების მითითებით იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ დასტურდება სტრუქტურული ერთეულის დასახელებით და დაკავებული პოზიციით;
- კანდიდატი ვერ გადავა მეორე ეტაპზე (ზეპირი დავალება/გასაუბრება) თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული;
- დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება კანდიდატებს ეცნობებათ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
