სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის ბავშვზე ზრუნვის და დაცვის განყოფილების ფსიქოლოგი
- ანაზღაურება
- 2 560 ₾
- ქალაქი
- ზუგდიდი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის ბავშვზე ზრუნვის და დაცვის განყოფილების ფსიქოლოგი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
კატეგორია:
ფსიქოლოგია
განცხადების ბოლო ვადა:
04.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2560 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ზუგდიდი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
ა) ბენეფიაციარების ფსიქოლოგიური სირთულეების, ქცევითი, კოგნიტური და სოციალური პრობლემების იდენტიფიკაცია, შეფასება/კონსულტირება, პრობლემების ანალიზი და შესაბამის სერვისში/ორგანიზაციაში გადამისამართება;
ბ) შემთხვევის მართვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა შემთხვევის სოციალური მუშაკთან;
გ) ძალადობის მსხვერპლი/რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება (ბავშვის, მშობლის/მეურვის ინტერვიუირება; ქცევაზე დაკვირვება), ძალადობის ნიშნების გამოვლენა; ბავშვის და ოჯახის/მეურვის კონსულტირება. დასკვნის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში, გაცემული დასკვნის ფარგლებში დამატებითი განმარტებების მიცემა სასამართლო პროცესზე;
დ) სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში განსათავსებელი ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება, მოსალოდნელი ცვლილებებისთვის მომზადება - კონსულტირება;
ე) საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგიური კონსულტირება ბავშვთა აღზრდის საკითხებში პრობლემების მქონე მშობლების და ან ბავშვზე მზრუნველი პირისთვის;
ვ) აღსრულების პროცესში ოჯახური დავების საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა;
ზ) რეგიონული ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკის/უფროსის სხვა ცალკეული დავალებების შესრულება.
თ)მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონულ საბჭოზე განსახილველი საქმეების, მომზადებული დასკვნების, რეკომენდაციებისა და შეფასებების წინასწარი გაცნობა; საბჭოს მიმდინარეობისას მათ განხილვაში მონაწილეობის მიღება;
ი) ცენტრის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
პროფესია:
ფსიქოლოგი
საკონკურსო თემატიკა:
ა) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ)საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულება";
გ) ბავშვის უფლებათა კონვენცია (რატიფიცირებული საქართველოს პარლამენტის მიერ 1994 წელს);
დ) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 12 სექტემბრის N437 საქართველოს მთავრობის დადგენილება;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. 9
საკონტაქტო ტელეფონები:
+995 (32) 2 192232
დამატებითი მოთხოვნები:
- ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება.
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები.
- ანალიტიკური უნარი;
- ბავშვებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა;
- კომპიუტერის – საოფისე პროგრამების ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების ველში აუცილებელია ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა;
- კანდიდატმა დამატებითი დოკუმენტაციის ველში უნდა ატვირთოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ფუნქცია-მოვალეობების მითითებით იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ დასტურდება სტრუქტურული ერთეულის დასახელებით და დაკავებული პოზიციით;
- კანდიდატი ვერ გადავა მეორე ეტაპზე (ზეპირი დავალება/გასაუბრება) თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული;
- დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება კანდიდატებს ეცნობებათ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
