სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის ბავშვზე ზრუნვის და დაცვის განყოფილების სოციალური მუშაკი/სოციალური მუშაკი (მაძიებელი)
- ქალაქი
- ზუგდიდი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის ბავშვზე ზრუნვის და დაცვის განყოფილების სოციალური მუშაკი/სოციალური მუშაკი (მაძიებელი)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
კატეგორია:
სოციალური სამსახური
განცხადების ბოლო ვადა:
04.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
1920 ლარიდან 2560 ლარამდე
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ზუგდიდი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
3.1. სოციალური მუშაკის ფუნქციებია:
ა) მოქალაქესთან გასაუბრება/მაძიებლის იდენტიფიცირება/კონსულტირება/საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება შესაბამის სერვისებთან;
ბ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში მიღებული შესასრულებელი კორესპონდენციების გაცნობა/გაანალიზება/ თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა, მოცემული ინფორმაციის ანალიზი/რეაგირების დაგეგმვა;
გ) ბენეფიციარის მდგომარეობის შეფასება, მომსახურების საჭიროებების გამოვლენა/განსაზღვრა, კონსულტირება, არსებულ სერვისებთან დაკავშირება, ინტერვენციის დაგეგმვა, დასკვნა/რეკომენდაციების მომზადება ხელმძღვანელის ვიზირებისთვის;
დ) მშვილებელი მიმღები კანდიდატის დარეგისტრირება: კანდიდატთან გასაუბრება/კონსულტირება/განცხადების მიღება თანდართული დოკუმენტაციით/ოჯახის შეფასება/დასკვნა რეკომენდაციის მომზადება;
ე) მონაწილეობა ინდივიდუალურ და ჯგუფურ პროფესიულ ზედამხედველობის პროცესში უფროს სოციალურ მუშაკთან; საპატრულო სამსახურსა და პოლიციის/შსს განყოფილებებთან, სასამართლოსა და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობა, ჩართულობა არასრულწლოვანთა საქმეების წარმოების დროს;
ვ) მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონულ საბჭოსთვის მასალების მომზადება, შემთხვევების წარდგენა და განხილვაში მონაწილეობა;
ზ) ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
თ) მეურვეობა-მზრუნველობა/მხარდაჭერასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
ი) ბავშვის ძალადობისა და უგულებელყოფისაგან დაცვის ღონისძიებების განხორციელება;
კ) ოჯახში ძალადობის და ტრეფიკინგის შემთხვევების იდენტიფიცირება, კონსულტირება და გადამისამართება;
ლ) არასრულწლოვანი დაზარალებულების, მოწმეებისა და ბრალდებულებისთვის საპროცესო წარმომადგენლობის გაწევა დაკითხვა/გამოკითხვის დროს;
მ) მეურვეობის, მზრუნველობის, მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესის წარმართვა;
ნ) ოჯახური დავების და სააღსრულებო წარმოების პროცესში მონაწილეობა;
ო) სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებული პირის მნახველ და გაყვანაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრისათვის ოჯახის შეფასება, შესაბამისი დასკვნის მომზადება; რეგიონალურ საბჭოზე საკითხის წარდგენა;
პ) შემთხვევის კონფერენციის საჭიროების გამოკვეთა და უფროს სოციალურ მუშაკთან შეთანხმებით შემთხვევის კონფერენციის ორგანიზება, შესაბამისი ჩანაწერის გაფორმება;
ჟ) უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება (კვების ვაუჩერი, მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების დღის ცენტრი, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება);
რ) მინდობით აღზრდის/გადაუდებელი მინდობით აღზრდის და რეინტეგრაციის შემთხვევების სპეციალურ პროგრამაში განთავსება, აგრეთვე, შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება და ხელმძღვანელსა და მეორე მხარეს შორის ამ ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა;
ს) გაწეული საქმიანობის შესახებ სავალდებულო რეესტრების წარმოება;
ტ) უფროს სოციალურ მუშაკთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობისა და ადგილობრივი სტრუქტურების ინფორმირებულობა სისტემაში არსებული საჭიროებების შესახებ;
უ) რეგიონული ცენტრის დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული დავალებების შესრულება.
3.2 სოციალური მუშაკი (მაძიებელი) ასრულებს სოციალური მუშაკის ფუნქციებს დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ შეზღუდულ ფარგლებში, დამსაქმებლის ზედამხედველობით.
საკონკურსო თემატიკა:
ა) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ბავშვის უფლებათა კონვენცია“;
ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის" წიგნი V (საოჯახო სამართალი);
გ) ბავშვის უფლებათა კოდექსი;
დ) საქართველოს კანონი ”შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ";
ვ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ;
თ) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულება".
შენიშვნა: სოციალურ მუშაკს (მაძიებელს) მოეთხოვება ზემოთ ჩამოთვლილი აქტების ზოგადი (პრინციპების დონეზე) ცოდნა.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი მიხეილ ასათიანის 9
საკონტაქტო ტელეფონები:
+995 (32) 2 192232
დამატებითი მოთხოვნები:
1.1 სოციალური მუშაკის შემთხვევაში დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა. განათლება
ა.ა) უმაღლესი განათლება სოციალურ მუშაობაში ან „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი; ან
ა.ბ) აქტიური სტუდენტის მქონე სტატუსი სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამის არანაკლებ 180 კრედიტით ან სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტით; ან
ა.გ) არანაკლებ 45 კრედიტისგან შემდგარი დასრულებული სოციალური მუშაობის დამატებითი პროგრამა და ამასთან, არანაკლებ ბაკალავრის ან ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის, საჯარო მმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში ან იმავე სფეროში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
1.2 სოციალური მუშაკი (მაძიებლის) შემთხვევაში დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა. განათლება - ბაკალავრის ან ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის, საჯარო მმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში.
ბ. სამუშაო გამოცდილება - სოციალური მუშაკის (მაძიებლის) შემთხვევაში იურისტად ან ფსიქოლოგად ან სოციალური/სამედიცინო/განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
- დამატებითი უნარები
ა) წერითი, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
ბ) კომუნიკაბელურობა;
გ) ორგანიზებულობა;
დ) გუნდური მუშაობის უნარი;
ე) კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურება:
ა) სოციალური მუშაკის ანაზღაურება შეადგენს 2560 ლარს;
ბ) სოციალური მუშაკი (მაძიებელის) ანაზღაურება შეადგენს 1920 ლარს;
- სხვა დამატებითი ინფორმაცია:
ა) სოციალური მუშაკებისთვის:
- კანდიდატმა, სოციალური მუშაობაში, აქტიური სტუდენტის მქონე სტატუსის შემთხვევაში განათლება/კვალიფიკაციის ველში აუცილებელია აიტვირთოს საბაკალავრო პროგრამის არანაკლებ 180 კრედიტით ან სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტით დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი;
- სოციალური მუშაკის ვაკანსიაზე შერჩეულმა სტუდენტმა 1 წლის ვადაში უნდა წარადგინოს შესაბამისი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გათავისუფლდება სოციალური მუშაკის თანამდებობიდან/მას შეუწყდება შრომითი ხელშეკრულება.
ბ) სოცილური მუშაკი (მაძიებლისთვის):
- სოციალური მუშაკის თანამდებობაზე მაძიებლის სტატუსით შერჩეული კანდიდატის დასაქმება ხდება არაუმეტეს 1 წლის ვადით. აღნიშნულ ვადაში მაძიებელს შესაძლებლობა ეძლევა, დამსაქმებლის დაფინანსებით გაიაროს სოციალური მუშაკის სერტიფიცირების პროგრამა. თუ მაძიებელი სერტიფიცირებას წარმატებით ვერ გაივლის, ის გათავისუფლდება სოციალური მუშაკის (მაძიებელი) თანამდებობიდან. მაძიებელი სერტიფიცირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სრულად ასრულებს სოციალური მუშაკის ფუნქციებს და სრულად მიეცემა სოციალური მუშაკის თანამდებობრივი სარგო.
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა შესაბამისი კრედიტების მითითებით;
- სამუშაო გამოცდილების ველში სოციალური მუშაკის (მაძიებელი) შემთხვევაში აუცილებელია იურისტად ან ფსიქოლოგად ან სოციალური/სამედიცინო/განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა;
- კანდიდატი ვერ გადავა მეორე ეტაპზე (ზეპირი დავალება/გასაუბრება) თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული;
- დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება კანდიდატებს ეცნობებათ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება კანდიდატებს ეცნობებათ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
