სამედიცინო წარმომადგენელი ნევროლოგიის მიმართულებით
- ანაზღაურება
- 2 500+ ₾
- მისამართი
- ქ.თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-18:00, შაბათ-კვირა დასვენება
- მთავარი მოთხოვნა
- ნევროლოგიის მიმართულებით სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
სრული აღწერა
კომპანია „ნეოფარმი“ აცხადებს ვაკანსიას „სამედიცინო წარმომადგენელი ნევროლოგიის მიმართულებით“ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, შაბათ-კვირა დასვენება.
ანაზღაურება: 2500 ლარი + ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
- ნევროლოგებთან, ოჯახის ექიმებთან ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
- კომპანიის ნევროლოგიური მედიკამენტების შესახებ ექიმებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათი უპირატესობების წარმოჩენა;
- ექიმებისთვის სემინარების, კონფერენციების, მრგვალი მაგიდების ორგანიზება ნევროლოგიური თემატიკით;
- მოლაპარაკებების წარმოება ექიმებთან და წინასწარ დადგენილი გეგმის მიხედვით გაყიდვების უზრუნველყოფა;
- წინასწარ დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელთან წერილობითი ანგარიშგება;
მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- აუცილებელია ნევროლოგიის მიმართულებით სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, სხვა დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- მიზანდასახულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
- სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@neopharmi.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება- „სამედიცინო წარმომადგენელი ნევროლოგიის მიმართულებით“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ასევე არ განიხილება რეზიუმე, თუ იქნება ვაკანსიაში მოცემული მოთხოვნების შეუსაბამო.
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/სააპლიკაციო ფორმა) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ გამოხატავთ თანხმობას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე.
პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 01 წლის ვადით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მიღებიდან არაუმეტეს 01 წლის ვადით.
დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს "ნეოფარმი" იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშავოს მიღებიდან არაუმეტეს 01 წლის ვადით, სამომავლო ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ შპს „ნეოფარმი“-ის მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით: ელ. ფოსტა: hr@neopharmi.ge;
ტელ: +995577545097
შპს "ნეოფარმი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით: ელ. ფოსტა: office@neopharmi.ge; ტელ: 0322 595 790
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.neopharmi.ge
შპს „ნეოფარმი“ გისურვებთ წარმატებას.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 2500 (+ ბონუსი)
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 1 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

