GM Pharmaსამედიცინო წარმომადგენელი
- სამუშაო გრაფიკი
- 5 დღიანი სამუშაო კვირა, 09:00-18:00 საათი
- ბენეფიტები
- სტაბილურ სამსახურს · პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას · კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას
სრული აღწერა
GM Pharmaceuticals წარმოადგენს 26 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები იწარმოება როგორც საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ მაღალტექნოლოგიურ საწარმოში, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნების (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) ქარხნებში.
8 ქვეყანაში, 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომლით წარმოდგენილი GM Pharmaceuticals, არის კომპანია, სადაც ინოვაცია ერწყმის ადამიანურ პოტენციალს, რათა 12 მილიონზე მეტი მომხმარებლის ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ.
GM Pharmaceuticals აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.
გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, 09:00-18:00 საათი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამსახურს;
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
- ყოველკვარტალურ ბონუსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას.
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო დაწესებულებებში და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის მიხედვით;
- პროდუქციის დემონსტრირება/წარდგენა სამედიცინო პერსონალთან, ექიმების, ექთნების და ფარმაცევტების ჩათვლით;
- ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
- კომპანიის ინიციატივით დაგეგმილ ტესტირებაში და გამოცდებში მონაწილეობის მიღება :
- პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება და ორგანიზება;
- კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
- საკუთარი ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი/პროფესიული სამედიცინო ან მასთან გათანაბრებული განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სრულყოფილი სასაუბრო და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- სასურველია უცხო ენის ცოდნა(ინგლისური ან რუსული);
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის სრულყოფილი ცოდნა;
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობა;
- ლოგიკური და ანალიტკური აზროვნების უნარი;
- ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
- დროის მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
- შემჭიდროვებულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
- პრეზენტაციის უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ძლიერი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV არაუგვიანეს 2026 წლის 10 ოქტობრისა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ჯი ემ ფარმასიუთიქალს" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სამედიცინო წარმომადგენელი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
