სამედიცინო წარმომადგენელი
- ანაზღაურება
- 1 200–1 400+ ₾
- ქალაქი
- რუსთავი, ბათუმი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
სრული აღწერა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია „ავიტაფარმა“ 23 წელია ახორციელებს სამკურნალო პრეპარატების მარკეტინგს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ამჟამად კომპანიაში ვაკანსია გვაქვს სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე რუსთავსა და ბათუმში. ჩვენ გპირდებით ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და პიროვნული და ფინანსური ზრდის შესაძლებლობას.
სამედიცინო წარმომადგენლის მოვალეობებია:
- კლინიკებში გეგმური ვიზიტების განხორციელება და ექიმებისთვის პროდუქციის პრეზენტაცია;
- შესრულებული სამუშაოს ანალიზი და მოხსენება;
- 2 თვეში ერთხელ მივლინება თბილისში (ბათუმის შემთხვევაში).
გვაქვს შემდეგი აუცილებელი მოთხოვნები:
- სამედიცინო განათლება;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
პიროვნული უნარები - წარმომადგენელი უნდა იყოს/შეეძლოს:• პასუხისმგებლიანი და შედეგებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- შეეძლოს ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობა;
- შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია;
- სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან შეგუება.
კომპანიის თანამშრომლებს ვთავაზობთ საწყის 1200-1400 და მზარდ ანაზღაურებას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@avita.ge
საგნის ველში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ, რომელ ობიექტზე აგზავნით განაცხადს მაგ: „სამედიცინო წარმომადგენელი რუსთავში/ბათუმში“.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1200 - 1400 (+ ბონუსი)
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება



