სამედიცინო წარმომადგენელი
გამოქვეყნდა 8 ოქტბოლო ვადა: 8 ნოე
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
სამუშო ლოკაცია: თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამედიცინო პერსონალთან ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
- გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
- კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
- კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა;
- უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამედიცინო/ფარმაცევტული მიმართულებით ;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ;
- Microsoft საოფისე პროგრამების ფლობა;
- სასურველია ინგლისური/რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- აუცილებელი მოთხოვნაა მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ფლობა;
უნარები/პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- პრეზენტაბელურობა;
- მიზანზე ორიენტირებულობა;
- მოქნილობა;
- პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
- გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
კომპანია სამედიცინო წარმომადგენლებს სთავაზობს:
- ეფექტურ საბონუსე სისტემას;
- ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას;
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
- CV (რეზიუმე) გადარჩევა;
- სატელეფონო გასაუბრება;
- ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე : hrdasakmeba@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სამედიცინო წარმომადგენელი - და რეგიონი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
