სამედიცინო წარმომადგენელი
გამოქვეყნდა 6 ნოებოლო ვადა: 4 დეკ
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
ფარმაცევტული კომპანია „არდი ფარმა“, რომელიც ახორციელებს ევროპული მედიკამენტების იმპორტს და მარკეტინგს, აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაოს აღწერილობა:
- სამედიცინო დაწესებულებებში და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
- პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
- კომპანიის პროდუქტების მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
- პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
- კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
- კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოს ბაზარზე;
- მივლინებები სხვადასხვა რეგიონში;
- ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
- სხვა ყველა აქტივობა, რაც დაკავშირებულია კომპანიის ეფექტურ და ეფექტიან მუშაობასთან;
- კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
- ახალ პროდუქტებზე და კონკურენტებზე ინფორმაციის მუდმივი ძიება;
- პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი აფთიაქებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამედიცინო განათლება;
- წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- დარწმუნების და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პრეზენტაციის კარგი უნარი;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- უცხო გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.
საწყისი ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე, კონკურენტული, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
საგამოცდო პერიოდის შემდეგ:
ზრდადი ანაზღაურება ყოველთვიური ბონუს სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე.
სოციალურ პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ. მისამართზე: info@rdpharma.ge
დასახელებაში მიუთითეთ - თბილისი.
მხოლოდ კანდიდატთა გარკვეულ ნაწილთან მოხდება გასაუბრებისათვის დაკავშირება.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 1 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
