სამედიცინო წარმომადგენელი
გამოქვეყნდა 21 სექბოლო ვადა: 21 ოქტ
სრული აღწერა
კომპანიის შესახებ:
ჩვენ ვართ სამედიცინო კომპანიაა "4Hospitals" რომელიც 2014 წლიდან უზრუნველყოფს სამედიცინო მოწყობილობების/მასალების/პროდუქციის და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის და სხვა ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის.
"4Hospitals" არის მრავალი საერთაშორისო სამედიცინო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი. ჩვენი განაცხადია - "ხარისხი - პროცესის თითოეულ ეტაპზე", შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს.
სამუშაოს აღწერილობა:
- სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
- პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
- კომპანიის პორტთფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
- პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
- სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი;
- სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
- კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
- ახალ პროდუქტებზე ინფორმაციების მოძიება, ბაზრის კვლევის ჩატარება;
- პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
- შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საშუალო დონეზე
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge.
გთხოვთ, Subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
"4Hospitals" გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
