სამედიცინო წარმომადგენელი
სრული აღწერა
შპს "ეს კა იმპექსი" www.skimpex.ge დაარსდა 1997 წელს, როგორც საბითუმო ბაზა. ეს არის ფარმაცევტული კომპანია საბითუმო და საცალო მიმართულებით. ამჟამად კომპანია არის 30-ზე მეტი ევროპული მწარმოებლის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარები:
- პრეზენტაციის კარგი უნარი;
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- მიზანდასახულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- განვითარებისა და ადაპტირების უნარი.
საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ ზრდადი ხელფასი და ბონუსური სისტემა;
სოციალური პაკეტი - ჯანმრთელობის დაზღვევა.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილებიან მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტოსურათით მისამართზე (ფოტოსურათის გარეშე CV არ განიხილება): hr@skimpex.ge და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დარეკეთ: 595 678070 ან 593 769252.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


