IM Plus Pharma
სამედიცინოსამედიცინო წარმომადგენელი
გამოქვეყნდა 16 სექბოლო ვადა: 16 ოქტ
სრული აღწერა
ფარმაცევტული კომპანია "Im Plus Pharma" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე (თბილისი) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და სააფთიაქო პერსონალთან
- კომპანიის მედიკამენტების შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის წარდგენა ექიმებთან
- სამეცნიერო ღონისძიებათა ორგანიზება და ჩატარება (კონფერენცია, სემინარი, პრეზენტაცია)
- კომპანიის მედიკამენტების პრომოციისათვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელება
- გაყიდვების მართვა ობიექტებზე (დაგეგმვა, ანალიზი, მიზნის დასახვა შედეგის შეფასება)
მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (უპირატესობა მიენიჭებათ სამკურნალო და პედიატრიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს);
- მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება;
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
უნარები და კომპეტენციები:
- ათვისებისა და განვითარების უნარი;
- შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- გარემოში ადაპტაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.
- ანაზღაურება განიხილება კონკრეტულ შემთხვევებში კანდიდატის კომპეტენციებიდან და უნარებიდან გამომდინარე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@implus.ge გთხოვთ "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Medical Representative.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
