ასფარმა-საქართველო
სამედიცინოსამედიცინო წარმომადგენელი
გამოქვეყნდა 20 ოქტბოლო ვადა: 20 ნოე
- მისამართი
- თბილისი, აჭარა
სრული აღწერა
ფარმაცევტული კომპანია "ასფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში და აჭარის რეგიონში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებში;
- კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
- შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
უნარები/პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობა;
- პუნქტუალურობა და მაღალი ორგანიზებულობა სამუშაო პროცესში;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV (ავტობიოგრაფია), ფოტოსურათი (3X4) და დიპლომის ასლი შემდეგ მისამართზე: georgia@asfarma.com არაუგვიანეს 2026 წლის 20 ნოემბრისა.
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის და რეგიონის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ CV ფოტოსურათის გარეშე არ იქნება განხილული.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
