სამედიცინო სერვისების მართვის სპეციალისტი
- მისამართი
- თბილისი, ვაჟა-ფშაველას 53ა
- მთავარი მოთხოვნა
- უმაღლესი სამედიცინო განათლება
სრული აღწერა
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.
"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
"იმედი L" აცხადებს შიდა ვაკანსიას სამედიცინო სერვისების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას 53ა
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
სამუშაო ფორმატი: საოფისე
ძირითადი მოვალეობები:
- დაზღვეულის მიერ ელექტრონული საგარანტიოს (მიმართვის) მოთხოვნის მიზნით, ონლაინ პორტალზე ატვირთული შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება და სისრულის/სისწორის შემოწმება;
- დაზღვეულების მიერ დისტანციურად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე საგარანტიოების (მიმართვების) შექმნა;
- სპეციალისტის მიერ გამოწერილი დისტანციური საგარანტიოების (მიმართვების) საჭიროების განსაზღვრა დიაგნოზისა და ხელშეკრულების პირობების მიხედვით და გადაწყვეტილების მიღება დადასტურება/დაუარების მიზნით.
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან კომუნიკაცია და დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე/(CV)
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამედიცინო სერვისების მართვის სპეციალისტი
ქალაქი: თბილისი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

