სამედიცინო პროდუქციის გაყიდვების წარმომადგენელი
- მისამართი
- ქ. თბილისი, შპს "ჯეო ჰოსპიტალსის" სათავო ოფისი, ბიზნესცენტრი
სრული აღწერა
ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი „ჯეო ჰოსპიტალსი“ აერთიანებს 26 სამედიცინო დაწესებულებას თბილისსა და რეგიონებში. ქსელი წარმოდგენილია 16 სტაციონარით, 10 ამბულატორიით და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე ჯავახეთსა და იმერეთში.
"ჯეო ჰოსპიტალსი“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო პროდუქციის გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, შპს "ჯეო ჰოსპიტალსის" სათავო ოფისი, ბიზნესცენტრი
"დელისი".
სამუშაო დრო: სრული, კვირაში 40 საათი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ახალი სამედიცინო პროდუქციის გაყიდვების მიმართულების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მონაწილეობა;
- სამედიცინო დაწესებულებებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და ახალი პარტნიორების მოზიდვა;
- კომპანიის სამედიცინო პროდუქციის B2B ბაზარზე დამკვიდრება და გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
- კლიენტთა ბაზის განვითარება, გაყიდვების ახალი შესაძლებლობების გამოვლენა და დასახული მიზნების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება და სამედიცინო ბაზრის, პროდუქციისა და დარგის სპეციფიკის ცოდნა;
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია B2B გაყიდვებში);
- პრეზენტაციის, მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების უნარი;
- ინფორმაციის მოძიების, ბაზრის კვლევისა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- მიზანსა და შედეგზე ორიენტირებულობა, ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 დეკემბერი.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომი(ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;
კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;
კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხზე მომართოს შპს “ჯეო ჰოსპიტალსს”.
ასევე, გაცნობებთ, რომ შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს შეინახავს 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია განადგურდება. თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა დაუშვებელია, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ჯეო ჰოსპიტალს" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სამედიცინო პროდუქციის გაყიდვების წარმომადგენელი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

