DS MEDICAL
სამედიცინოსამედიცინო გაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 2 ოქტბოლო ვადა: 2 ნოე
- ანაზღაურება
- 1 500–2 000 ₾
- ბენეფიტები
- ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორაციული კულტურის სამუშაო გარემოს · სამუშაო ვიზიტების დროს კომპანიის ავტომობილითა და მძღოლის მომსახურებით უზრუნველყოფას · კარიერული განვითარების შესაძლებლობას
სრული აღწერა
"DS MEDICAL" — სამედიცინო და სადიაგნოსტიკო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნა:
- გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;
- სასურველია გამოცდილება სამედიცინო, ფარმაცევტული ან ლაბორატორიული პროდუქციის გაყიდვების მიმართულებით.
სამუშაოს აღწერილობა:
- გაყიდვების მენეჯერის ძირითადი ფუნქციაა კომპანიის პროდუქციის გაყიდვების ზრდა, ახალი კლიენტების მოძიება და არსებული კლიენტების ეფექტური მართვა.
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის შესაბამისად;
- კლინიკების შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლებთან, ექიმებთან, ლაბორატორიის ხელმძღვანელებთან და სხვა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
- კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და კლიენტებისთვის პროდუქციის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა და მათი სწორად კომუნიკაცია;
- არსებული კლიენტების შენარჩუნება და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება;
- ახალი კლიენტების აქტიური მოძიება და გაყიდვების ახალი შესაძლებლობების გამოვლენა;
- ვიზიტებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
- კომპანიის მიერ განსაზღვრული გაყიდვების გეგმების შესრულება;
- ბაზრისა და კონკურენტული გარემოს კვლევა;
- ახალი პროდუქტებისა და ბაზრის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
- პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
- შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება — აუცილებელი;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე;
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და დასახული მიზნების შესრულების უნარი;
- სამედიცინო სფეროსა და პროდუქციის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორაციული კულტურის სამუშაო გარემოს;
- სამუშაო ვიზიტების დროს კომპანიის ავტომობილითა და მძღოლის მომსახურებით უზრუნველყოფას;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტრენინგების შესაძლებლობას;
- სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;
- შრომის ანაზღაურებას: 1, 500-2, 000 ლარი.
როგორ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე:
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე: INFO.DSMEDICAL@GMAIL.COM
გთხოვთ, Subject-ის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი".
აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
პატივისცემით, DS MEDICAL.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
