ვიანი - ი. ბოკერიას სახ. საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისამედიცინო დოკუმენტწარმოების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 8-საათიანი სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევას („იმედი-L“) · თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50%-იან ფასდაკლებას · „GPC“-ისა და „ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს
სრული აღწერა
სს „ვიანი“-თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი პროექტის ფარგლებში აცხადებს სამედიცინო დოკუმენტწარმოების ხარისხის კონტროლის სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. იარაჯულის N8 (ისანი-სამგორის რაიონი).
სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ძირითადი მოვალეობები:
· სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოების მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
- ელექტრონულ პროგრამაში არსებული ინფორმაციისა და ქაღალდმატარებელ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი მონაცემების შედარება/გადამოწმება;
- სამედიცინო ისტორიების, ფორმებისა და თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფისა და სისწორის კონტროლი;
- ხარვეზების, შეუსაბამობებისა და ნაკლული დოკუმენტაციის იდენტიფიცირება;
- საჭირო ინფორმაციის მოძიება და დოკუმენტაციის სრულყოფა შესაბამის ექიმებთან და განყოფილებებთან კოორდინაციით;
- სამედიცინო დოკუმენტაციის კორესპონდენციის მართვა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება დანიშნულებისამებრ წარსადგენად;
- სამედიცინო კლასიფიკატორების შესაბამისად დიაგნოზებისა და განხორციელებული ჩარევების კონტროლი;
- სამედიცინო შემთხვევების შეფასება კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები) და სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად;
- დადგენილი ვადებისა და რეგულაციების დაცვით დოკუმენტაციის მოწესრიგება;
- ხარისხობრივ ხარვეზებზე რეაგირება და პროცესების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
- სამედიცინო პერსონალთან აქტიური კომუნიკაცია დოკუმენტაციის სრულყოფისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად.
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
· სასურველია სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე (პრიორიტეტული იქნება კლინიკაში მუშაობის გამოცდილება);
· აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პოგრამების ცოდნა;
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
· დეტალებზე და შედეგზე ორიენტაცია;
· ორგანიზებულობა;
· პუნქტუალურობა;
· დროის ეფექტურად გამოყენება;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას („იმედი-L“);
- თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50%-იან ფასდაკლებას;
- „GPC“-ისა და „ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს;
- „Fitpass“-ის აბონემენტით სარგებლობის შესაძლებლობას.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სს "ვიანი" - "ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამედიცინო დოკუმენტწარმოების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
ქალაქი: თბილისი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
