ადეიშვილის კლინიკა
სამედიცინოსამედიცინო ბილინგის განყოფილების ხელმძღვანელი
გამოქვეყნდა 25 სექბოლო ვადა: 25 ოქტ
- მთავარი მოთხოვნა
- 2-3-წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე
სრული აღწერა
"ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ბილინგის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
- თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას;
- ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ფუნქციები:
- ჰოსპიტალში გაწეული მომსახურებების ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშსწორება;
- სამედიცინო სერვისების კოდირება და დაჯგუფება;
- სადაზღვევო კომპანიებთან ანგარიშგება და დოკუმენტაციის წარდგენა;
- კონტრაგენტებთან შესრულებული სამუშაოს სრულყოფილად და დროულად წარდგენა, წარუდგენელი შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა;
- ბილინგის პროგრამაში დამუშავებული ქეისების საბოლოო გადამოწმება, დახურვა და შესაბამისი კონტრაგენტებისთვის ინვოისების დაგენერირება/მიწოდება;
- ბილინგის პროგრამაში მონაცემების სწორად დამუშავებისთვის საჭირო ყველა დეტალის კონტროლ;
- სამედიცინო შემთხვევების დროული და სწორად დამუშავების კონტროლი/უზრუნველყოფა;
- ფინანსური და სამედიცინო დოკუმენტაციის შეგროვების, შემოწმების და ხარვეზიანი დოკუმენტაციის გამოსწორების პროცედურის კონტროლი (საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება);
- პაციენტისთვის არასწორად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების პროცედურის კონტროლი.;
- ბილინგის განყოფილების პასუხისმგებლობაში არსებული სტატისტიკური ფორმების წარმოების კონტროლი;
- ჰოსპიტლის მიმართ პაციენტების დავალიანების, შესაბამისი პროცედურის მიხედვით მართვა;
- დაკორექტირებულ ქეისებზე შესაბამისი ფაილის მომზადება, კორექტირების ზუსტი მიზეზის პოვნა სხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაციის საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში კორექტირებაზე უარის დასაბუთება;
- კლინიკისთვის სხვადასხვა ანგარიშის შექმნა და ანალიტიკური სამუშაოს განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია განათლება სამედიცინო ან ფინანსური მიმართულებით;
- აუცილებელია 2-3-წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში
აუცილებელი ცოდნა:
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - MS Excel-ის ცოდნა საშუალოზე მაღალ დონეზე;
- ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებები საყოველთაო ჯანდაცვის და ვერტიკალური პროგრამების შესახებ;
- სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტოს პორტალზე მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- შესაბამისი მიმართულებით დადგენილი პოლიტიკები, პროცედურებს, გაიდლაინები, ინსტრუქციები;
- შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: adeishviliclinic@gmail.com
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: სამედიცინო ბილინგის განყოფილების ხელმძღვანელი
"ადეიშვილის კლინიკების ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
