სამედიცინო აპარატურის ინჟინერი - სტაჟირება
- მისამართი
- თბილისი, პეტრე ქავთარაძის #23
სრული აღწერა
კავკასიის მედიცინის ცენტრი წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ვეძებთ : სტაჟიორს სამედიცინო აპარატურის ინჟინერის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, პეტრე ქავთარაძის #23
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბაკალავრის ხარისხი ბიოინჟინერიაში (ასევე მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
ფუნქცია-მოვალეობები:
· სამედიცინო აპარატების/დანადგარებისა და ინსტრუმენტების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
· სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებული არაპროგნოზირებადი პრობლემის დროული და ეფექტური მოგვარება
· საჭიროებისამებრ სხვადასხვა დანადგარების სერვისი, მონტაჟი-დემონტაჟი
· სამედიცინო აპარატურის/დანადგარების სერვისისთვის საჭირო დეტალების შესახებ მოთხოვნის გაკეთება სამედიცინო აპარატურის შესყიდვის განყოფილებისთვის
· კომუნიკაცია ექიმებთან, სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებულ პრობლემაზე და მოგვარების/შეკეთების ვადების მიწოდება
· აპარატების შესახებ პერიოდული ანაგარიშის მომზადება (დაზიანებისა და მდგომარეობის შესახებ) და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება
· უშუალო ხემძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება დადგენილ ვადებში
აუცილებელი ცოდნა :
· აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel და MS Word
ვეძებთ ადამიანს, ვისაც:
✨აქვს განვითარების დიდი მოტივაცია;
✅აქვს შედეგზე ორიენტირი;
ჩვენი მხრიდან გპირდებით:
✔ზრდის დიდ პოტენციალს, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, საინტერესო საქმეს და მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს
დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
შპს "კავკასიის მედიცინის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სამედიცინო აპარატურის ინჟინერი (სტაჟირება) თბილისში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

