სამედიცინო აპარატურის ინჟინერი
- მისამართი
- ქ. თბილისი, კლინიკა ჯეო ჰოსპიტალსი
სრული აღწერა
ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი „ჯეო ჰოსპიტალსი“ აერთიანებს 25 სამედიცინო დაწესებულებას თბილისსა და რეგიონებში. ქსელი წარმოდგენილია 15 სტაციონარით, 10 ამბულატორიით და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე ჯავახეთსა და იმერეთში.
"ჯეო ჰოსპიტალსი“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო აპარატურის ინჟინრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კლინიკა ჯეო ჰოსპიტალსი.
სამუშაო განრიგი: 8 სთ დღეში, კვირაში 5 დღე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამედიცინო აპარატებისა თუ დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
- არსებული და ახალი პროდუქტების ტექნიკური და ფუნქციური შესწავლა;
- სამედიცინო დაწესებულებებთან (შიდა ქსელი) კონსულტაცია შესყიდული პროდუქციის ექსპლუატაციის პირობებზე;
- სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებული პრობლემების დროული და ეფექტური მოგვარება;
- სამედიცინო აპარატურის/დანადგარების მომწოდებელთან პირდაპირი პროფესიული კომუნიკაცია;
- საჭიროებისამებრ სხვადასხვა დანადგარების სერვისი, მონტაჟი-დემონტაჟი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
- გუნდის მართვის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ოქტომბერი.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომი(ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;
კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;
კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხზე მომართოს შპს “ჯეო ჰოსპიტალსს”.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ჯეო ჰოსპიტალს აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სამედიცინო აპარატურის ინჟინერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

