სამედიცინო ანაზღაურების მენეჯერი
გამოქვეყნდა 6 ოქტბოლო ვადა: 30 ოქტ
- მისამართი
- თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ, 24 ბ
სრული აღწერა
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, სამედიცინო ანაზღაურების მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.
- სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ, 24 ბ
- განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც სამედიცინო ანაზღაურების მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:
- ციფრული არხებით/დესკზე შემოსული ზარალების მიღება/დამუშავება;
- ანაზღაურების პროგრამული აღრიცხვა;
- კონსულტაციის გაწევა მომსახურებისა და პირობების შესახებ;
- სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
გამოგვეხმაურე,თუ:
- ხარ სამედიცინო მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენა იცი მაღალ დონეზე;
ვეძებთ ჩვენიანს:
- პასუხიმგებლიანს;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
- საქმეზე კონცენტრირებულს;
- ორგანიზებულსა და დეტალებზე ჩაკირკიტების მოყვარულს.
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
- საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
- შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
- მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაგახვედრებთ:
- საინტერესო საქმეს;
- მრავალფეროვნებას;
- სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე რეზიუმე 2026 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
თიბისი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სამედიცინო ანაზღაურების მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

