სამედიცინო ანაზღაურების მენეჯერი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი
- მისამართი
- დისტანციური
- ბენეფიტები
- დისტანციურად მუშობის შესაძლებლობას · მოქნილ სამუშაო გრაფიკს · ჯანმრთელობის დაზღვევას
სრული აღწერა
ჩვენ შესახებ:
"დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრი. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისსა და რეგიონულ ოფისებში.
ირაო მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებისთვის შექმნას პოზიტიური სამუშაო გარემო და კულტურა, სადაც თითოეული მათგანი დაფასებულია და აქვს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამას ადასტურებს საერთაშორისო The Great Place to Work® სერტიფიკატი, რომლის მოპოვებითაც ოფიციალურად მოგვენიჭა "საუკეთესო სამუშაო ადგილის" სტატუსი.
სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი
სამუშაო ადგილი: დისტანციური
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
- დისტანციურად მუშობის შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
- პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამედიცინო დაზღვევის კონტრაქტების ფარგლებში ზარალების დარეგულირება;
- სამედიცინო ზარალთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და პროგრამულად ასახვა;
- ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურის ინფორმირება, რეპორტის წარდგენა;
- წარმოდეგნილი დოკუმენტაციის ვადებში ანაზღაურება;
- დაზღვეულთან კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით (სასურველია სტომატოლოგიის კუთხით);
- სასურველია სადაზღვევო, სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Ms Office);
- დეტალებზე ორიენტირებულობა,
- ორგანიზებულობა;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ირაო გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ირაო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სამედიცინო ანაზღაურების მენეჯერი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

