სამედიცინო ადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 19 ნოებოლო ვადა: 19 დეკ
- მისამართი
- საქართველო, ქ. ბათუმი, გონიო ანდრია პირველწოდებული, შენ. 51b
- ბენეფიტები
- დასაქმებას საერთაშორისო სამედიცინო გარემოში · პროფესიული განვითარების შესაძლებლობას · მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
კლინიკა სს "სთორქ აივიეფი", რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს რეპროდუქციული მედიცინა და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF), აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული წერილებისა და შეტყობინებების დამუშავება და შესაბამისი პასუხების გაცემა;
- პაციენტებთან კომუნიკაცია სატელეფონო და ელექტრონული საშუალებებით;
- ექიმებთან პაციენტების ვიზიტების დაგეგმვა და შეხვედრების კოორდინაცია;
- ექიმების სამუშაო გრაფიკის მართვა და ვიზიტების კალენდრის წარმოება;
- თურქულენოვან ექიმებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და ინფორმაციის დროული გაცვლა;
- პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და ადმინისტრაციული საკითხების მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- თურქული ენის სრულყოფილი ცოდნა — სავალდებულო;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- ქართული ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამებისა და ელექტრონული ფოსტის გამოყენების უნარი;
- გამართული კომუნიკაციისა და ორგანიზებულობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სასურველია ადმინისტრაციულ ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- დასაქმებას საერთაშორისო სამედიცინო გარემოში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.
სამუშაო ადგილი: საქართველო, ქ. ბათუმი, გონიო ანდრია პირველწოდებული, შენ. 51b.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტის მისამართზე: hr@metro360.ge. ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სამედიცინო ადმინისტრატორი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


