სამდივნო განყოფილების მე-3 რანგის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- ოზურგეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
სამდივნო განყოფილების მე-3 რანგის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია:
სამდივნო/საოფისე საქმე
განცხადების ბოლო ვადა:
08.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ოზურგეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
-საკრებულოს წევრების, საკრებულოს, მუდმივმოქმედი კომისიების და ფრაქციების სხდომებზე დასწრების, მოქალაქეებთან მიღება/შეხვედრის რაოდენობრივი აღრიცხვა და შესაბამის ოქმებში დაფიქსირება. სხდომების ოქმებიდან (მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებული) ან სხდომებზე დასწრების ჟურნალიდან შეხვედრების რაოდენობირივი მონაცემების ამოღება, ყოველთვიური სტატისტიკის „ვორდის“ (word) ფორმატში მომზადება და განყოფილების უფროსთან ვიზირებაზე გაგზავნა.
-საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს წევრებისა და თანამდებობის პირების მოქალაქეებთან შეხვედრების (საკრებულოში მიღება ან ლოკაციებზე შეხვედრა) გრაფიკების პროექტების შედგენა და განყოფილების უფროსისთვის ვიზირებაზე გაგზავნა. საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებული გრაფიკების შესაბამისად საკრებულოს წევრებთან და თანამდებობის პირებთან წინასწარი კომუნიკაცია (მიღება/შეხვედრის შეხსენება, ჩანიშვნა) მიღება/შეხვედრის დროისა და ლოკაციის განსაზღვრისა და დაგემვის, ასევე ლოკაციაზე დასწრების საჭიროების დადგენის მიზნთ. მიღება/შეხვედრების დროს მიღწეული შეთანხმების შესაბამის ოქმებში დაფიქსირება. საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს წევრებისა და თანამდებობის პირების მიერ მოქლაქეებთან კომუნიკაციისას მიღწეული შეთანხმებების შესრულების თაობაზე მიღებული ინფორმაციის ოქმებში შესაბამის ველში დაფიქსირება.
-საკრებულოს წევრებისა და თანამდებობის პირების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებთან ანგარიშების წარდგენის დროის და ადგილის შეთანხმება, „ვორდის“ (word) ფორმატში შეხვედრის გრაფიკების პროექტის მომზადება და განყოფილების უფროსთან ვიზირებისათვის გაგზავნა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თითოეული წევრის მოვალეობების შესრულელებასთან დაკავშირებული ხარჯების განმსაზღვრელი ინფორმაციის მომზადება, დოკუმენტაციის შენახვა-დაარქივება;
-აპარატის უფროსის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისთვის წარსადგენ წლიურ ანგარიშში გასათვალისწინებლად კომპეტენციის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და განყოფილების უფროსთან წარდგენა.
-ფუნქცია-მოვალეობები განახორციელოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები).
ვ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ოზურგეთი, კოსტავას ქუჩა N1
საკონტაქტო ტელეფონები:
593 27 77 70
საკონტაქტო პირი:
ანა მუკბანიანი-უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში
დამატებითი მოთხოვნები:
საოფისე პროგრამების: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel -ის ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
-კონკურსში მონაწილეობისათვის, კანდიდატი ვალდებულია განაცხადი წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით;
აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადო წესით გაფორმებული დოკუმენტი (უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული) /შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში);
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი;
- საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;
- განცხადებების გადარჩევის შედეგად კონკურსანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე თუ დოკუმენტები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად და/ან მოქმედ ნორმებთან შეუსაბამოდ იქნება წარმოდგენილი. კანდიდატს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობება აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე,.
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი.) გარეშე გამოცხადებული კანდიდატი გასაუბრების ეტაპზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
- კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
