სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი
- ანაზღაურება
- 4 960 ₾
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 4 წელი
- ქალაქი
- გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფის 90 - ე ქუჩა No4
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი
ორგანიზაციის შესახებ:
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის“ საქმიანობის მთავარი მიზანი არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, განვითარების ხელშეწყობა, მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერა, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია. ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებები და პროგრამები მიმართულია არასრულწლოვანთა გონებრივი, ემოციური, სოციალური და ფიზიკური განვითარებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერისკენ, რაც არასრულწლოვანს ეხმარება სრულფასოვან საზოგადოებრივ ინტეგრაციაში.
ცენტრი უზრუნველყოფს კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის თანასწორობას, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
16.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
4960 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფის 90 - ე ქუჩა №4
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების კონტროლი; ცენტრის სახელით დასადები ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების (გარდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა) პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;
- ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი პოზიციის მომზადება;
- ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით იმ საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, რომლებიც ცენტრის შიდა კონტროლის სამსახურის უფლებამოსილებას არ მიეკუთვნება;
- სასამართლო დავებზე ცენტრის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; ცენტრის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ცენტრის საუწყებო არქივში დაცული მასალების გაცნობისა და ასლების გაცემის უზრუნველყოფა;
- უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება;
- ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის მენეჯერის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის მომზადება და ცენტრის თავმჯდომარისთვის წარდგენა;
- დეპარტამენტის/სამმართველოს მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობაში მონაწილეობა.
მინიმალური განათლება:
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება:
4 წელი
პროფესია:
იურიდიული მიმართულება
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ბავშვის უფლებათა კონვენცია;
- ბავშვის უფლებათა კოდექსი;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“;
- საქართველოს კანონი ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“;
- საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1203 ბრძანება;
- „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირის სპეციალიზაციის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 30 აპრილის №178 დადგენილება;
- „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1204 ბრძანება;
- ,,საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრთან არსებული მულტიდისციპლინური ჯგუფის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 30 აპრილის №179 დადგენილება;
- ,,არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ ზოგადი განათლების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 4 სექტემბრის №1248/№117/ნ ერთობლივი ბრძანება;
- „არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 ივნისის №1222 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი 90 - ე ქუჩა №4
საკონტაქტო ტელეფონები:
511 14 41 18
საკონტაქტო პირი:
თათია მაწონაძე
დამატებითი მოთხოვნები:
- საჯარო სამსახურში იურიდიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- კომპლექსური აზროვნების უნარი;
- სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
- ცვლილებების ინიცირებისა და მართვის უნარი;
- თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
- მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
- გუნდის განვითარების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსის ეტაპები/ჩატარების გრაფიკი
- განაცხადების გადარჩევა − კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს სსიპ „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს:
− უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
− სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ოფიციალური/სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი დაკავებული თანამდებობ(ებ)ის, მუშაობის პერიოდ(ებ)ის - სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღების - ფუნქცია-მოვალეობების მითითებით, სრული და კითხვადი ჩანაწერ(ებ)ი). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
− სტაჟირების შემთხვევაში აუცილებელია, დოკუმენტში ჩანდეს, იყო თუ არა საქმიანობა ანაზღაურებადი.
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა.
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
- კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს საკონკურსო განაცხადში მითითებულ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
- გასაუბრება - კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად, ქულათა სისტემით:
1 - მიუღებელი ან ზედმეტად კვალიფიციური; 2 - საშუალოზე დაბალი; 3 - საშუალო/კომპეტენტური; 4 - კარგი; 5 - ძალიან კარგი.
გარდა ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალისა, შემფასებელს აქვს უფლება, აირჩიოს შეფასების შემდეგი კატეგორიები: 1,3 ქულა, 2,5 ქულა, 4,4 და ა.შ.
გასაუბრებაზე გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5).
ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისათვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
