სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი
- ანაზღაურება
- 2 880 ₾
- ქალაქი
- ხონი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ხონის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
13.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ხონი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- ხელმძღვანელობა განყოფილების საქმიანობაზე;
- დავალებების განაწილება თანამშრომლებზე;
- თანამშრომლების მიერ მომზადებული დოკუმენტების შემოწმება;
- მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიული კონსულტირების და სამართლებრივი დასკვნების მომზადების უზრუნველყოფა;
- მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროქტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობის შემოწმებას და მათი შესაბამისობის დადგენას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
- სასამართლოში მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა;
- მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა სახელმწიფო ორგანოებთა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
- სამართლებრივი წინადადებების მომზადება მერიის სამსახურების მიერ შემუშავებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროქტების, აგრეთვე საკრებულოში წარსადგენი პროქტების შესახებ;
- სამართლებირივი წინადადებების მომზადება ადგილობირივ თვითმართველობის მიერ განსახილველ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით;
- ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნვეყოფის განყოფილების სამართლებრივი დახმარების ორგანიზება;
- შესასრულებლად დაწერილ კორესპოდენციებზე პასუხების მომზადება, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ვიზირება;
- სამსახურის უფროსის მიერ გაცემული ცალკეული დავალების/დავალებების შესრულება, რომელიც არ არის გაწერილი სამუშაო აღწერილობით და არ ეწინააღმდეგება კანონს;
- ხონის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის დაცვა.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
- საქართველოსკანონი„ზოგადია დმინისტრაციული კოდექსი“
- საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“
- ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 17 ივნისის N5 დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“
- ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 17 ივნისის N15 დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ხონი თავისუფლების მოედანი N6
საკონტაქტო ტელეფონები:
595369636
საკონტაქტო პირი:
ამირან კინწურაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წელი.
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- კომპლექსური აზროვნების უნარი;
- სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
- ცვლილებების ინიცირებისა და მართვის უნარი;
- გუნდური განვითარების უნარი;
- თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
- მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა დამოტივირების უნარი; გუნდის განვითარების უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
