სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობისა და აღსრულების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 560 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობისა და აღსრულების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
04.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2560 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
ა) კომპეტენციის ფარგლებში და ხელმძღვანელობის დავალებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ან სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ადმინისტრაციული გარიგებების (შეთანხმებები, მემორანდუმები, ხელშეკრულებები და ა.შ.) პროექტების მომზადება, ან პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ან ადმინისტრაციული გარიგებების ექსპერტიზა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ფუნქციების რეალიზებისას წამოჭრილი სადავო საკითხების სამართლებრივ გადაწყვეტასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, დაინტერესებულ პირთა განცხადებების, წერილების განხილვაში მონაწილეობა და მათზე შესაბამისი პასუხების პროექტების მომზადება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს, სააგენტოს ცენტრალური აპარატის, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების (მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების), სტრუქტურული ერთეულებისა (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი ან სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულება) და ფილიალების (სპეციალიზებული დაწესებულება) სახელით სასარჩელო განცხადებების, შესაგებლების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების მომზადება, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედების შესრულება;
ე) სპეციალური უფლებამოსილების არსებობისას სააგენტოს წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟში, სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებში, კერძო სამართლის სუბიექტებთან და ა.შ წარმომადგენლობა;
ვ) სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისთვის (მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების), სტრუქტურული ერთეულებისა (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულება) და ფილიალებისათვის (სპეციალიზებული დაწესებულებები), მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლო წარმომადგენლობაზე კონსულტაციების გაწევა;
ზ) სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების (მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების) მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებაზე კონსულტაციების გაწევა საჭიროებისამებრ;
თ) სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისთვის (მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოებისთვის), სასამართლო და სააღსრულებო საქმისწარმოების ეფექტიანად წარმართვისთვის, საჭირო შესაბამისი მეთოდოლოგიური ინსტრუქციების/სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება და მიწოდება;
ი) სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების (მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია და სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა საჭიროებისამებრ;
კ) სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების (მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების) მიერ ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
ლ) საქმიანობის შესახებ ანგარიშის შედგენა სამუშაო გეგმის და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთო დავალებების შესრულებაში მონაწილეობა;
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
სამართალი ან/და საერთაშორისო სამართალი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის" წიგნი პირველი და წიგნი მეხუთე;
ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი";
გ) ბავშვის უფლებათა კოდექსი;
დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კარი პირველი, კარი მეორე (მუხლი 17313), კარი მეოთხე;
ე) საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი";
ვ) საქართველოს კანონი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“;
ზ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №01-16/ნ ბრძანება „ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“;
თ) „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 ნოემბრის №663 დადგენილება;
ი) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულება".
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი მიხეილ ასათიანის 9
საკონტაქტო ტელეფონები:
+995 (32) 2 192232
დამატებითი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება - იურისტად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
- სამართლებრივი წერის უნარი;
- სასამართლო პროცესის წარმართვის უნარი;
- ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
- კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- დარწმუნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
-კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა;
- კომპიუტერის – საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების ველში აუცილებელია იურისტად მუშაობის არანაკლებ 1 წლის მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა;
- არსებობის შემთხვევაში, კანდიდატმა დამატებითი დოკუმენტაციის ველში უნდა ატვირთოს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კანდიდატმა დამატებითი დოკუმენტაციის ველში უნდა ატვირთოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ფუნქცია-მოვალეობების მითითებით იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ დასტურდება სტრუქტურული ერთეულის დასახელებით და დაკავებული პოზიციით;
- კანდიდატი ვერ გადავა მეორე ეტაპზე (ზეპირი დავალება/გასაუბრება) თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული;
- დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება კანდიდატებს ეცნობებათ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
